პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაანონსებული აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უნდა გადავცეთ რაღაც საერთაშორისო გაერთიანებას. მათთვის საქართველოს დამოუკიდებლობა ევროკავშირზე დამოკიდებულებაა

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების პარალელურად რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციისთვის მნიშვნელობა არ აქვს საქართველო დამოუკიდებელი იქნება თუ სხვაზე დამოკიდებული.

მაჭარაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობა ევროკავშირზე დამოკიდებულებას ნიშნავს.

„ეს ჩვენ გვიკვირს, როგორ მისცა რადიკალური ოპოზიციას მორალმა საშუალება 26 მაისს აქცია დაეანონსებინათ, თუმცა მათთვის ეს პრობლემა სულაც არ არის. 26 მაისის თარიღთან მიმართებით რადიკალებს არანაირი განცდა არ აქვთ. დაანონსებული აქცია იქნება მორიგი წარუმატებელი მცდელობა ხალხის ქუჩაში პროტესტისთვის გამოსაყვანად. ამბობენ ხალხი აღელვებულია და სურთ ქვეყანაში რაიმე შეცვალონ. ასე რომ იყოს, ხალხი არასამუშაო დღეს კი არ დაელოდებოდა პროტესტის გამოსახატად, არამედ გამოვიდოდნენ ქუჩაში და ღამეებს გაათენებდნენ. დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს ეყოფა თვითშეგნება და არ აყვება პროვოკაციას. 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაანონსებული აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უნდა გადავცეთ რაღაც საერთაშორისო გაერთიანებას. მათთვის საქართველოს დამოუკიდებლობა ევროკავშირზე დამოკიდებულებაა. ისტორიულად სხვა ქვეყნის მმართველებს კარს უღებდნენ მოღალატე თავადები, რომელთაც უცხოეთიდან მიღებული ჰქონდათ გამეფების ან ხელშეუხებლობის გარანტია. ეს ხდება ახლაც, უბრალოდ ფორმატია შეცვლილი. რადიკალურ ოპოზიციას არ აინტერესებს საქართველოს დამოუკიდებლობა. მათი ინტერესია თავად ჰქონდეთ ძალაუფლება და უცხოელმა პატრონმა უბოძოს რაიმე. დამოუკიდებელი იქნება საქართველო თუ დამოკიდებული, მათთვის სულ ერთია,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ!

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.