აჭარის ავტონომიური რესპულიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ეხმიანება მთავრობის გადაწყვეტილებას, სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციების მონიტორინგის და მასზე რეაგირების სამმართველოს შექმნის შესახებ.
მისი შეფასებით, აღნიშნული სამმართველო ადრე რომ შექმნილიყო, გვარამიას რეიტინგი დღეს ფსკერზე არ იქნებოდა, ვინაიდან, მისი ვარდნის ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მუდმივი ბილწსიტყვაობაა.
“მთავრობა „სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციების მონიტორინგის და სამართლებრივი რეაგირების“ სამმართველოს ქმნის. ეს სამსახური ადრე რომ შექმნილიყო, გვარამიას რეიტინგი დღეს ფსკერზე არ იქნებოდა. ასეთი ვარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სხვა ყველაფერთან ერთად, სწორედ მისი მუდმივი ბილწსიტყვაობაა, მათ შორის ღვინის შეურაცხყოფა, რომელიც ქართველისთვის საუკუნოვანი კულტურისა და სიწმინდის ნაწილია!” – წერს ანანიძე.











