პოლიტიკა

ვიხილეთ კადრები, რაც დანიაში მოხდა, სადაც აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები ხელკეტებით და ძაღლებით დაარბიეს, ეს არის ის საზომი, რომლითაც მოქმედებს ევროკავშირის პოლიცია – ნიკოლოზ მეტრეველი

კოპენჰაგენში 13 მაისს მომხდარ შემთხვევას ნიკოლოზ მეტრეველი გამოეხმაურა.

ანალიტიკოსის შეფასებით, მიუღებელია, დანიის საპოლიციო ძალების მიერ, მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის ფაქტი.

მომხდარზე თავად დანიის ხელისუფლების მხრიდან, თუ ევროკავშირის სხვა სახელმწიფოების ოფიციალური პირების დუმილი კი მეტრეველის განმარტებით, კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროკავშირში არსებულ ღირებულებით კრიზისს და საქართველოსთან მიმართებით არასამართლიან მიდგომას.

“ჩვენ ყველამ ვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი კადრები, რაც დანიაში, კოპენჰაგენში მოხდა, სადაც აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები ხელკეტებით და ძაღლებით დაარბიეს. ეს არის ის საზომი, რომლითაც მოქმედებს ევროკავშირის პოლიცია. ცხადია, ამ ფაქტის გამო არცერთი სამართალდამცავი იქ არ დასჯილა. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არ არის და არც არასდროს ყოფილა. ჩვენ ვიცით, რომ წლების განმავლობაში პრივილეგირებული კასტა იყო შექმნილ, დასავლეთის მიერ დაფინანსებული აგენტურა, რომელიც თავს გვახვევდა გარკვეულ იდეოლოგიას და ეწეოდა პროპაგანდას ევროპის სიკეთეების შესახებ, თუმცა რეალობა დღეს აბსოლუტურად სხვა არის. ევროკავშირი უმძიმეს კრიზისშია და მათ შორის, დემოკრატიული უკუსვლა არის. ამ ფონზე, ჩვენ უნდა ვისაუბროთ არამხოლოდ დადებით მხარეებზე, რაც ევროკავშირს გააჩნია, არამედ უკუ მხარეებზე, დემოკრატიის უკუსვლაზე და ეკონომიკაზე. ეს თემა, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ტაბუირებული იყო. პირადად მე მიმაჩნია, რომ შესაძლოა, დღეს საზოგადოების უმრავლესობა საერთოდ აღარ უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას,”- აცხადებს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა