პოლიტიკა

„დაიცავი ილიაუნის” წევრის დავით მშვენიერაძის თქმით, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეგროვებული თანხა არა მედიკამენტების, არამედ სპეციალური ეტლებისა და დამხმარე აღჭურვილობის დაფინანსებას მოხმარდება, თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნულ საჭიროებებს წლიურად 3 მილიონი ლარით უკვე აფინანსებს

„დაიცავი ილიაუნის“ წევრი დავით მშვენიერაძე აცხადებს, რომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეგროვებული თანხა მედიკამენტების შესაძენად არ არის განკუთვნილი. 

მისი თქმით, შეგროვებული თანხა სრულად მოხმარდება სპეციალური ეტლებისა და საჭირო დამხმარე აღჭურვილობის დაფინანსებას. 

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის სინდრომის მქონე პირებისთვის სპეციალური ეტლებისა და დამხმარე აღჭურვილობის დაფინანსებას ისედაც უზრუნველყოფს და ამ მიზნით წლიურად 3 მილიონ ლარს გამოყოფს.

„ამ ოჯახებს აქვთ მრავალი ყოველდღიური საჭიროება. გარდა წამლისა მათ სჭირდებათ სხვა დახმარებები, რომლებიც არის ოპერაციები, ადაპტირებული სკამები, ადაპტირებული მანქანები და ამ თანხას გამოიყენებენ სრულიად ამაში. ამასაც სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს, მაგრამ როდესაც სახელმწიფო არის უმოქმედო, ჩვენ ვერ დაველოდებით ამას, რადგან ამ ბავშვების მდგომარეობა ყოველდღიურად შეიძლება გაუარესდეს. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ეს პასუხისმგებლობა ჩვენს თავზე ავიღოთ,“- განაცხადა მშვენიერაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.