პოლიტიკა

გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“ დაყრდნობით, ამერიკული გამოცემა საქართველოს ტერორისტული ოპერაციების ცენტრად მოიხსენიებს და წერს, რომ თბილისი ირანელთა რეკრუტირების და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა“ – კანდელაკს ანტიქართული ბრალდების გასამყარებლად ერთი ფაქტიც კი ვერ მოჰყავს

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, თბილისი ირანელი რეკრუტირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა, – ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა The Washington Free Beacon სტატიას, რომლის ავტორი, ადამ კრედო, ოპოზიციის მხარდამჭერების – ჯო უილსონისა და ლუკ კოფის გარდა, ოპოზიციონერ გიორგი კანდელაკის განცხადებებსაც ეყრდნობა. 

კანდელაკი აცხადებს, რომ ალ-მუსტაფას, რომელიც დონალდ ტრამპმა 2020 წელს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, საქართველოში უნივერსიტეტის სამი კამპუსი აქვს.

„ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს საქართველოში სამი კამპუსი აქვს და, მოგეხსენებათ, ირანში ეს სერიოზული ორგანიზაციაა, რომლის წლიური ბიუჯეტი 100 მილიონი დოლარია. სულ მცირე ერთ შემთხვევაში, ალ-მუსტაფას წარმომადგენელი მხილებული იყო მექსიკაში ისრაელის ელჩის მკვლელობის მცდელობის დაგეგმვაში. ასე რომ, ამ ტიპის ადამიანებს და ამ დაწესებულებას, ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს სამი კამპუსი აქვს“, – აღნიშნავს კანდელაკი. 

ოპოზიციონერი გამოცემასთან იმასაც აცხადებს, რომ არსებობს „დადასტურებული შემთხვევები“, როდესაც ალ-მუსტაფას ფილიალები „გამოიყენება პირების რეკრუტირებისთვის ან აშშ-ს წინააღმდეგ ოპერაციებისთვის“.

ცნობისთვის, ეს არ არის გიორგი კანდელაკის პირველი ანტიქართული განცხადება – ჯერ კიდევ მარტში, თანაავტორ ლუკ კოფისთან ერთად მომზადებულ კვლევაში, რომელიც „ჰადსონის ინსტიტუტმა” გამოაქვეყნა, კანდელაკი საქართველოში ირანის გავლენების ზრდას უარგუმენტოდ ამტკიცებდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა