პოლიტიკა

დავით ზურაბიშვილი ოპოზიციური ალიანსის ტაქტიკაზე: ეს სტრატეგია არის არსებითად მცდარი, 2003 წლის ვარდების რევოლუციის სტერეოტიპიდან ვერ ამოდის ეს ხალხი, რომ საკმარისია ხალხმა იხუვლოს და წალეკოს ხელისუფლება, უპრიმიტიულეს დონეზეა გაგება, ეს არ მოხდება

ჩემი აზრით, ეს სტრატეგია არის არსებითად მცდარი, 2003 წლის ვარდების რევოლუციის სტერეოტიპიდან ვერ ამოდის ეს ხალხი, რომ საკმარისია ხალხმა იხუვლოს და წალეკოს ხელისუფლება. უპრიმიტიულეს დონეზეა გაგება, ეს არ მოხდება, – განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დავით ზურაბიშვილმა, „დღის ამბებში“ ოპოზიციური ალიანსის სტრატეგიასთან დაკავშირებით საუბრისას.

ზურაბიშვილი აკრიტიკებს ოპოზიციური ალიანსის სტრატეგიას და ასახელებს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობის შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნება 2003 წლის რევოლუციის ანალოგის განხორციელება. ზურაბიშვილის თქმით, ოპოზიციას არასწორი ტაქტიკა აქვს არჩეული, რამდენადაც მხოლოდ ერთი მკვეთრი დარტყმით დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც მყარად დგას, ვერაფერს დააკლებს და საჭიროა განსხვავებული მეთოდებით ბრძოლა, მათ შორის, მომხრეთა რიგების გაფართოება.

„რა დიდი აქციაც არ უნდა ჩატარდეს, 2 წლის წინ 11 მაისს რომ იყო აქ აქცია იმაზე დიდი უბრალოდ ვერ ჩატარდება ერთ ქალაქში, შეუძლებელია ისეთი აქცია ჩატარდეს. ასე ხელისუფლება არ წაილეკება, თუ ჩვენ გვინდა ანალოგია 2003 წელთან, მაინცდამაინც, მაშინ ეს უნდა იყოს ასე , რომ მაშინ უნდა იყოს დანგრეული ეკონომიკა ქვეყანაში, პენსიებს ვერ უნდა იღებდეს ხალხი, ხელფასებს ვერ უნდა იღებდეს, კრიმინალი უნდა იყოს ახლა რომ არის იმაზე 10-ჯერ უფრო უარესი სიტუაცია და თვითონ ხელისუფლებაში შიგნით, ძალოვან სტრუქტურებში უნდა იყოს …….. ასეთ უბედურებას და აპოკალიფსს თუ წარმოვიდგენთ და 2003 წლის ნოემბერში ზუსტად ასეთი სიტუაცია იყო: უკიდურესი გაჭირვება, უკიდურესად მოშლილი სახელმწიფო სტრუქტურები და მე თვითონ რევოლუციის მონაწილე ვარ იმ მოვლენების და ქალაქის პოლიციის სამმართველო და უშიშროების სამინისტრო იყო რევოლუციის მხარეს და ახლა თუ ასე იქნა კი ჩამოაგდებ. მაგრამ ეს ასე იქნება?! თუ ხელისუფლება ფლობს ძალოვან სტრუქტურებს ასე თუ ისე და მატერიალურადაც ამარაგებს მათ, ასეთი ხელისუფლების დამარცხება ასე შუბლით შეჯახებით თითქმის არის შეუძლებელი. თუ ჩვენ გვინდა გამოვიწვიოთ ჩამოშლა, რასაც ესენი [ოპოზიცია] ცდილობენ ეს არ მოხდება ასეთი მკვეთრი დარტყმით. ეს მოხდება უფრო „მრავალპლანიანი“ დარტყმით. როცა საჭიროა მკვეთრად რომ უნდა დაარტყა, როცა საჭიროა ცოტა სხვა მეთოდები უნდა მოსინჯო, უნდა გააფართოო რაც შეიძლება მომხრეთა რიგები. ანუ უნდა იმუშაო იმ ხალხზე, ვინც არ არის აქტიურად ჩართული დღეს წინააღმდეგობის მოძრაობაში“,- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი!

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: შალვა პაპუაშვილს ექნება საშუალება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპიკერებს გააცნოს ის გამოწვევები, რაც არსებობს არა მარტო საქართველოს წინაშე და ზიანს აყენებს ევროკავშირს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ამოცანაა, საკუთარი სატრანზიტო მარშრუტი იმდენად მოსახერხებელი გახადოს, რომ ალტერნატიული გზების გაჩენის შემთხვევაშიც კი გადამზიდავებისთვის საქართველოს ინფრასტრუქტურით სარგებლობა უფრო მომგებიანი იყოს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.