Uncategorized

ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲞᲐᲠᲚᲐᲛᲔᲜᲢᲘᲡ ᲓᲔᲚᲔᲒᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲢᲝ-Ს ᲡᲐᲞᲐᲠᲚᲐᲛᲔᲜᲢᲝ ᲐᲡᲐᲛᲑᲚᲔᲘᲡ ᲡᲐᲒᲐᲖᲐᲤᲮᲣᲚᲝ ᲡᲔᲡᲘᲐᲨᲘ ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔᲝᲑᲡ

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძისხელმძღვანელობით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს.


სესიაში, რომელიც ვილნიუსში 30 მაისს დაიწყო და 1 ივნისამდე გაგრძელდება, ასევე მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილი.


სესიის ფარგლებში განიხილეს რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული და კონვენციური საფრთხეები, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია და მისი შედეგები ალიანსისთვის ასევე, ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მედეგობის გაძლიერება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბრძოლის ველზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე. დეპუტატებმა და სამხედრო თუ აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა დისკუსიისას აღნიშნეს, რომ ევროატლანტიკური თავდაცვის გასაძლიერებლად საჭიროა მეტი ქმედითი ნაბიჯი განსაკუთრებით – თავდაცვის ბიუჯეტების ზრდა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის პერიოდის გახანგრძლივება და შეიარაღების მოდერნიზაცია.


სესიის პლენალურ სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი უყარეს დეკლარაციას: კვანტური ნახტომი შეკავებისა და თავდაცვაში: საპარლამენტო დღის წესრიგი უფრო ძლიერი ნატო-სთვის.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ვინც ჩათვლის, რომ არ უნდა აიკრძალოს ანტისახელმწიფოებრივი ე.წ პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი უნდა გასცეს კითხვას – რას აკეთებდა მაშინ, როდესაც არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“, თავისი ფილიალებით დანაშაულებრივი რეჟიმია

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.