Uncategorized

ზურაბ ქადაგიძე ჯარიმების შემსუბუქებაზე: ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა უბრალო კრიტიკა კრიტიკისთვის. ჩვენი მიზანია, რომ სახელმწიფომ მოქალაქეში დაინახოს თანასწორი პარტნიორი

უმრავლესობის ლიდერის, ბატონი ირაკლი კირცხალიას განცხადება იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი უკვე მუშაობს შესაბამის უწყებებთან ჯარიმების შემსუბუქებასა და დაბალანსებაზე, არის სწორი, სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და იმის დასტური, რომ ჩვენ მიერ დასმული საკითხები აბსოლუტურად ლეგიტიმურია და პირდაპირ ასახავს საზოგადოების დაკვეთას, – წერს „ხალხის ძალის“ დეპუტატი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში.

მისივე შეფასებით, ძლიერია ის სახელმწიფო, რომელიც უსმენს საკუთარ ხალხს, აღიარებს პრობლემებს და დგამს ნაბიჯებს მათ გამოსასწორებლად.

„პირველ რიგში, მინდა გამოვხატო კმაყოფილება იმ ოპერატიული რეაგირების გამო, რომელიც ჩვენს განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან მოჰყვა. უმრავლესობის ლიდერის, ბატონი ირაკლი კირცხალიას განცხადება იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი უკვე მუშაობს შესაბამის უწყებებთან ჯარიმების შემსუბუქებასა და დაბალანსებაზე, არის სწორი, სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და იმის დასტური, რომ ჩვენ მიერ დასმული საკითხები აბსოლუტურად ლეგიტიმურია და პირდაპირ ასახავს საზოგადოების დაკვეთას. ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა უბრალო კრიტიკა კრიტიკისთვის. ჩვენი მიზანია, რომ სახელმწიფომ მოქალაქეში დაინახოს თანასწორი პარტნიორი. ძლიერია ის სახელმწიფო, რომელიც უსმენს საკუთარ ხალხს, აღიარებს პრობლემებს და დგამს ნაბიჯებს მათ გამოსასწორებლად. ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, რათა ეს ინიციატივა უმოკლეს ვადებში იქცეს რეალურ შეღავათად ჩვენი მოსახლეობისთვის.“ – წერს ქადაგიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაზე: სიამაყით საუბრობენ 2003-2012 წლებზე და იმ დანაშაულებს ფაქტობრივად ხდიან საქილიკოდ – ხელს აწერენ იმას, რომ ნაცობა არის იდეოლოგიურად უკურნებელი სენი და გამოწვევა, რომელსაც ერთადერთი სამართლებრივი პასუხი შეიძლება გაეცეს და სწორედ ამ პროცესში ვართ ჩვენახლა

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: კოალიცა „ცვლილებისთვის“ არაფრით განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობისგან“. ერთობლივ ჯგუფებს ქმნიან და იმავე პოლიტიკის გამტარებლები არიან. მათაც ვედავებით იმავეს – კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და დამოუკიდებლობის ხელყოფას

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: არანაირ სინანულს არ გამოხატავენ წარსულში ჩადენილი ქმედებების მიმართ. პირიქით, საუბრობენ, რა კარგიიყო „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდი. ჩვენი კონსტიტუციური სარჩელი სწორედ ამას ეფუძნება, რომ ეს არის ძალა, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნისთვის და მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში იმავეს გაიმეორებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.