Uncategorized

დავით ჩიხელიძე: ფიზიკური დაპირისპირება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიუღებელი და ცუდი სანახავია, თუმცა, ოპოზიციის მხრიდან ამ თემით მანიპულირება და სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა მორიგი პოლიტიკური შოუ და ორმაგი სტანდარტის გამოვლინება

ფიზიკური დაპირისპირება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიუღებელი და ცუდი სანახავია, მას გამართლება ვერ ექნება, თუმცა რეალობაა, რომ ეს საპარლამენტო ცხოვრების თანმდევი, თუმცა არასასურველი პროცესია. მსგავსი შემთხვევები ხდება ისეთ მაღალი დემოკრატიის მქონე ქვეყნებშიც კი, როგორებიცაა იაპონია, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, იტალია და სხვა, – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ოპოზიციის მხრიდან ამ თემით მანიპულირება და სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა მორიგი პოლიტიკური შოუ და ორმაგი სტანდარტის გამოვლინება.

„შიდა საპარლამენტო ინციდენტებზე სისხლის სამართლებრივი გამოძიების დაწყება მსოფლიოს პრაქტიკულად არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ ხდება. საკანონმდებლო ორგანოში ემოციური ფონი ხშირად მაღალია, რასაც, სამწუხაროდ, თან ახლავს ხოლმე ექსცესები. საქართველოს პარლამენტში წარსულშიც არაერთხელ ყოფილა სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირება, რომელთა მთავარი შემოქმედნი და ინიციატორები, როგორც წესი, სწორედ ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ (მათ შორის ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც), თუმცა მაშინ მათი დასჯა არავის მოუთხოვია. რა თქმა უნდა, ფიზიკური დაპირისპირება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიუღებელი და ცუდი სანახავია, მას გამართლება ვერ ექნება, თუმცა რეალობაა, რომ ეს საპარლამენტო ცხოვრების თანმდევი, თუმცა არასასურველი პროცესია. მსგავსი შემთხვევები ხდება ისეთ მაღალი დემოკრატიის მქონე ქვეყნებშიც კი, როგორებიცაა იაპონია, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, იტალია და სხვა. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ მოყვანილ ანალოგიურ შემთხვევებს, ისინი არსებითად განსხვავდება მიმდინარე ფაქტისგან. ზოგიერთ შემთხვევაში საქმე ეხებოდა მძიმე ფიზიკური დაზიანების მიყენებას, ხოლო სხვა შემთხვევებში დაპირისპირება პარლამენტის შენობის გარეთ მოხდა და არა უშუალოდ საპარლამენტო სხდომის მიმდინარეობისას. შესაბამისად, აღნიშნული მაგალითები ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით საქართველოში მომხდარი შემთხვევის სრულფასოვან ანალოგებად ვერ ჩაითვლება და მათი ერთმანეთთან გაიგივება არაკორექტულია. ოპოზიციის მხრიდან ამ თემით მანიპულირება და სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა მორიგი პოლიტიკური შოუ და ორმაგი სტანდარტის გამოვლინება.“ – წერს ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენს – ჩვენი მიზანია და საზოგადოების დაკვეთაა, რომ პოლიტიკური ველი უნდა გასუფთავდეს აგენტურისგან, რათა დღეს დაბინძურებული ეს პოლიტიკური ველი დაიკავონ ჯანსაღმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც იქნებიან ოპოზიციაში სხვა პარტიებთან და არა საკუთარ ქვეყანასთან, რასაც ესენი აკეთებენ წლებია

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.