პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: გარე პატრონების დავალებით აქაური აგენტურა მალე შემოგვაპარებს აფხაზეთის დათმობის იდეას რუსეთისთვის, რაც უდიდესი ღალატია! ნურავინ იფიქრებს, რომ უარს გვათქმევინებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქვეყნის შიგნით მოქმედი აგენტურა გარე პატრონების დავალებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე დარტყმას ცდილობს.

ფოჩხუას განცხადებით, ოპონენტებმა დაიწყეს მოღალატეობრივი გზავნილების გავრცელება, თითქოს ოკუპაციის პრობლემის მოგვარება შეუძლებელია და ქართველებსა და აფხაზებს შორის თანაცხოვრება გამორიცხულია.

ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს ნიკა გვარამიასა და მისი თანამოაზრეების პოზიციაზე და აცხადებს, რომ მათი აღფრთოვანება სომხეთის პრემიერ-მინისტრით, რომელმაც, მისი თქმით, ყარაბაღი უბრძოლველად ჩააბარა, მიანიშნებს იმაზე, რომ „აგენტურა მალე შემოგვაპარებს აფხაზეთის დათმობის იდეას რუსეთისთვის“

„ყველაზე მტკივნეული რაც დღეს ქართველს აწუხებს ეს აფხაზეთი და სამაჩაბლოა, ზუსტად ამ თემას დაარტყა აქაურმა აგენტურამ გარე პატრონების დავალებით, კერძოდ, ამჯერად აფხაზეთთან დაკავშირებით. დაიწყეს ისეთი მოღალატეობრივი გზავნილების გავრცელება, როგორიცაა ოკუპაციის პრობლემის მოგვარების შეუძლებლობა და აფხაზი მოსახლეობის მიუღებლობა ქართველი მოსახლეობის. ყველაზე სასაცილო კი ის არის თუ როგორ აღფრთოვანებულები არიან გვარამია და ძმანნი მისნი ნიკოლ ფაშინიანით, რომელმაც ფაქტიურად უბრძოლველად ჩააბარა ყარაბაღი აზერბაიჯანს. ამ ყველაფრიდან კარგად ჩანს, რომ გარე პატრონების დავალებით აქაური აგენტურა მალე შემოგვაპარებს აფხაზეთის დათმობის იდეას რუსეთისთვის, რაც უდიდესი ღალატია!

ყველას მოუწევს გააზრება, რომ ეს არასდროს მოხდება, ტყუილად არ იბრძვის ქართველი 90-იანებიდან დღემდე, აფხაზეთი  არის ერის საერთო ტკივილი, რომელიც არ განელებულა და ნურავინ იფიქრებს, რომ უარს გვათქმევინებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა.“- წერს ნინო ფოჩხუა. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: რომ არა პირველი ოქტომბერი, ყველა ის ბრძანება, რაც მოვიდოდა უცხოეთიდან, იქნებოდა ეს მეორე ფრონტი, ქართული ოჯახების დანგრევა თუ ლგბტ პროპაგანდის გავრცელება, პირნათლად შესრულდებოდა

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: 2012 წლის პირველ ოქტომბერს მიღწეული გამარჯვება იყო გარდამტეხი მომენტი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ ხელ-ფეხი გაუხსნა, დაეწყო ქვეყნის სუვერენიტეტზე ხაზგასმით სახელმწიფო ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარება და ეს პროცესი ამ ძალის უცვლელი პოლიტიკური მისიაა

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პირველ ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის დამარცხებული ის ძალა, რომელმაც „ნაცსექტა“ 9 წლის განმავლობაში მმართველ ძალად აქცია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.