ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 18 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი8°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი10°C
  • გორი8°C
  • ახალციხე6°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია3°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ10 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ12:07
ირაკლი კირცხალია

განცხადება · 129 ნახვა

„ყველა ეს განვითარებული მოვლენა, ე.წ. წერილები, ბოროტი ზღაპრის შინაარსს უფრო მოგვაგონებს“

„ყველა ეს განვითარებული მოვლენა, ე.წ. წერილები, ბოროტი ზღაპრის შინაარსს უფრო მოგვაგონებს. გულწრფელად რომ გითხრათ, პირველი ორი წერილის შემდეგ არც ვიცი რამდენი წერილი გამოქვეყნდა მისი სახელით“, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

კირცხალიას თქმით, ფაქტი ერთია, ამ განცხადებებმა, ამ წერილებმა გამოიწვია ის, რომ აგენტურას ერთ-ერთი პოლიტიკური დღის წესრიგი მისცა.

„ასეთი საკითხია, საქმე ეხება ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ჩვენი გუნდის წევრს, რომელიც დღეს ციხეშია. გულწრფელად რომ გითხრათ, ყველა ეს განვითარებული მოვლენა, ე.წ. წერილები, ბოროტი ზღაპრის შინაარსს უფრო მოგვაგონებს. გულწრფელად რომ გითხრათ, პირველი ორი წერილის შემდეგ არც ვიცი რამდენი წერილი გამოქვეყნდა მისი სახელით. ამას გულწრფელად გეტყვით ვინაიდან, ამ არასერიოზულ ქმედებებს რაღაც სერიოზული პოლიტიკური პასუხი არ უნდა გაეცეს. არ ვთვლი, რომ ეს იყოს რაღაც სერიოზული კომენტირების თემა, მართლა რაღაც ბოროტი ზღაპრებია. ამ ბოროტ ზღაპრებს მოჰყვება შემდეგ ადამიანი, რომელმაც თავი მოიკლა. ვინ აკეთებს ამაზე კომენტარებს, ისევ ეს აგენტურა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. სანამ არ დადასტურდება ვერავის დავაბრალებ, რომ ვინმესთან კავშირშია, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ამ განცხადებებმა, ამ წერილებმა გამოიწვია ის, რომ ამ აგენტურას ერთ-ერთი პოლიტიკური დღის წესრიგი მისცა. კიდევ ერთხელ ვამბობ, სრული აბსურდი. რაც შეეხება ბატონი ღარიბაშვილის თემას, აქ ძალიან მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ სამართლებრივი ნაწილი. საზოგადოებამ ეს ყველაფერი ვიხილეთ, აღიარებითი ჩვენებაც ვიხილეთ, ახლა ვნახეთ კიდევ განვითარებული მოვლენები კონკრეტულ კორუფციასთან დაკავშირებით, რაც ძალიან სამწუხაროა, რომ ამაზე გვიწევს საუბარი. მეორე არის შემდეგ ამ ყველაფრის ირგვლივ რაღაც საკითხის პოლიტიზების, პოლიტიკური ინსინუაციების მცდელობა“, – განაცხადა კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ირაკლი კირცხალია„ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ“
  2. ირაკლი კირცხალია„ჩვენ, სახელმწიფო ყველაფერს ვიზამთ, რომ როდესაც დედობას და მშობლობის უფლებას ეხება საქმე, ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ - 98% არ არის საქართველოს მოქალაქე, ვინც სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში ამ სერვისით და ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე“
  3. ირაკლი კირცხალია„სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ“
  4. ირაკლი კირცხალია„ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს“