პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა გიორგი ჩუბინიძეზე: გერმანიაში იმალება და იქიდან მავნებლობს ეს ქალაჩუნა რადიკალი, ჩემზე მორიგი სიყალბე და აბსურდული განცხადება გაუვრცელებია!

x

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, მის შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ზარქუა აღნიშნავს, ოპოზიციის აქტივისტმა გიორგი ჩუბინიძემ, მისი სახელით აბსურდული განცხადება გაავრცელა, რითაც “თავის ბაბლს ატყუებს და აგიჟებს”.

“ეს ე.წ. “ხაშურის მუნიციპალიტეტის” ადმინი, რომელიც გერმანიაში იმალება და იქიდან მავნებლობს ეს ქალაჩუნა რადიკალი! ჩემზე მორიგი სიყალბე და აბსურდული განცხადება გაუვრცელებია! ნუ კოლექტიურ ნაცებს სხვა რა უნდიდათ და დაიჯერეს და მლანძღავენ და მწყევლიან თურმე. არადა ამ მავნებელმა რადიკალმა ფეიკი გაავრცელა და ამით თავის ბაბლს ატყუებს და აგიჟებს!” – წერს ირაკლი ზარქუა Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა