პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პირველ ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის დამარცხებული ის ძალა, რომელმაც „ნაცსექტა“ 9 წლის განმავლობაში მმართველ ძალად აქცია

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის 14 წლისთავს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამ გამარჯვებისა, ჯერ კიდევ არ არიან დამარცხებულნი ის ძალები (რადიკალური ოპოზიცია და მისი გარე პატრონები), რომლებიც ქვეყნის არევას სხვადასხვა გზითა და მეთოდით კვლავ ცდილობენ.

„14 წელი გავიდა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლიდან. 2012 წლის 1 ოქტომბერს მან არჩევნებში დაამარცხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ საბოლოოდ ვერ დაამარცხა ის ძალები, რომლებმაც მოავლინეს ქვეყანაში „ნაცსექტა“ და 9 წლის განმავლობაში მმართველ ძალად აქციეს. ამ ძალებმა 2014 წლის 24 ივლისს, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ქვეყნის დატოვებისა და უკრაინაში გაქცევის შემდეგ, კიევში „საქართველოს გათავისუფლების შტაბი“ ჩამოაყალიბეს და ხელისუფლებაში დაბრუნების მრავალსაფეხურიანი მექანიზმი შეიმუშავეს: კოაბიტაციის გზით, არჩევნების გზით, კოალიციური მმართველობის გზით, წარუმატებლობის შემთხვევაში – ალტერნატიული პარლამენტის გზით, ტექნიკური გარდამავალი მთავრობის გზით, მაიდანის გზით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობების გზით, „საბოტაჟნიკების“ უზარმაზარი ქსელის მეშვეობით (რომლებიც ხელისუფლების ყველა შტოში იყვნენ დაკონსერვირებული), ქვეყნის სრულ ქაოსში ჩაძირვის გზით, მოქმედი ხელისუფლების წევრების მოსყიდვისა და გახრწნის გზით, მმართველი პარტიის რიგებში ღალატის წახალისების გზით, ქვეყნის დამანგრეველ და სისხლიან ომში ჩათრევის გზით, საზოგადოების მაქსიმალური პოლარიზაციის გზით – სრულმასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების მიზნით, საერთაშორისო გლობალისტური და ლიბერალური ძალების მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერისა და ლობიზმის გზით და, საბოლოოდ – კულუარული „ტროას ცხენის“ დეკონსერვაციისა თუ თავის დროზე პარლამენტში, მთავრობაში, მედიასა და სხვა სფეროებში ჩანერგილი „ნაცსექტის“ უზარმაზარი არმიის რეანიმაციის გზით – ანუ ხავერდოვანი გადატრიალების მიღწევის გზით.

მაგრამ ესეც კი არ არის იმ დღემდე მიმდინარე ბრძოლის ელემენტების სრული ჩამონათვალი, რომლის წინაშეც, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა: 15 წლის განმავლობაში – იმ დროიდან, როდესაც შეიქმნა დღეს მმართველი პარტია, და 14 წლის განმავლობაში – ისტორიული გამარჯვებიდან, რომელიც დღემდე ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ბოლომდე მიღწეული არ არის. მიუხედავად ამ დაპირისპირებაში „ქართული ოცნებისა“ და „ნაცსექტის“ მხრიდან გაღებული ორმხრივი დანაკარგებისა, ამ ჯერ კიდევ დაუსრულებელ ბრძოლაში ქვეყნის ძალა მისი საზოგადოების უმრავლესობაშია, მისი ისტორიული მეხსიერების ურყეობაში, ღვთისმშობლის წილხვედრობისადმი ერთგულებაში, დედაეკლესიისადმი, ტრადიციებისადმი, ისტორიული ღირებულებებისადმი პატივისცემასა და საკუთარ რიგებში იმ ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანების დიდი რაოდენობის შენარჩუნებაში, რომლებიც სახარებისეულ სიბრძნეს, სიყვარულს, პატიოსნებასა და მადლიერების გრძნობას ეყრდნობიან. ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ბევრნი ვართ იმისთვის, რომ ცალ-ცალკე თუ ბითუმად გაგვხრწნან, გადაგვიბირონ ან მოგვისყიდონ. მთელი ამ უმძიმესი ბრძოლის პერიოდში, რომელიც ისტორიული გამარჯვების შემდეგ დაიწყო, მის მთავარ ფიგურანტს, ბიძინა ივანიშვილს, არცერთხელ არ მოუცია საბაბი იმისთვის, რომ ეჭვი შეგვეტანა მის თავდადებაში ან იმ პრინციპებისადმი ერთგულებაში, რომელთა გამოც შედგა სწორედ 2012 წლის 1 ოქტომბერი – წმინდა ბიძინას, შალვასა და ელიზბარის ხსენების დღე. ასე რომ – არანაირი სასოწარკვეთილება და ერის მოწინააღმდეგეთა წისქვილის ამუშავებაში მონაწილეობა! იფილტრება „ღვინო“, ნალექს გადაეცემა ტაქტიკური გადაცდომები, რათა სტრატეგიულად გამარჯვებულები გამოვიდეთ და მივირთვათ ღვთაებრივად გაწმენდილი სითხე იბერიის გარდაუვალი გაბრწყინების მოლოდინში“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: რომ არა პირველი ოქტომბერი, ყველა ის ბრძანება, რაც მოვიდოდა უცხოეთიდან, იქნებოდა ეს მეორე ფრონტი, ქართული ოჯახების დანგრევა თუ ლგბტ პროპაგანდის გავრცელება, პირნათლად შესრულდებოდა

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: 2012 წლის პირველ ოქტომბერს მიღწეული გამარჯვება იყო გარდამტეხი მომენტი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ ხელ-ფეხი გაუხსნა, დაეწყო ქვეყნის სუვერენიტეტზე ხაზგასმით სახელმწიფო ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარება და ეს პროცესი ამ ძალის უცვლელი პოლიტიკური მისიაა

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პირველ ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის დამარცხებული ის ძალა, რომელმაც „ნაცსექტა“ 9 წლის განმავლობაში მმართველ ძალად აქცია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.