პოლიტიკა

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი, რომელმაც სიცოცხლე ციხეში სუიციდით დაასრულა დავითაძის ოჯახს პასუხობს: ზოგიერთი ადამიანი საჯაროდ გამოდის ამაზრზენი ბრალდებებით ისე, რომ არ ითვალისწინებს გარდაცვლილის ოჯახის მდგომარეობას. მოვითხოვთ, დამნაშავე პირებს კანონის სრული სიმკაცრით მოეთხოვოთ პასუხი. ჩვენი ოჯახის მწუხარება არავის აძლევს უფლებას, გარდაცვლილის ღირსებას შეეხოს

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი, რომელმაც სიცოცხლე ციხეში სუიციდით დაასრულა დავითაძის ოჯახს სოციალურ ქსელში პასუხობს.

ოჯახი აღნიშნავს, რომ ყველა ადამიანი, ვინც გარდაცვლილი ოჯახის წევრის მიმართ შეურაცხმყოფელ, ღირსების შემლახველ ან ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს, პასუხს უნდა აგებდეს კანონით დადგენილი წესით.

“ყველა ადამიანი, ვინც ჩვენი გარდაცვლილი ოჯახის წევრის მიმართ შეურაცხმყოფელ, ღირსების შემლახველ ან ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს, პასუხს უნდა აგებდეს კანონით დადგენილი წესით.
განსაკუთრებით მიუღებელია ის, რომ ზოგიერთი ადამიანი საჯაროდ, მათ შორის ტელევიზიებში, გამოდის მძიმე და ამაზრზენი ბრალდებებით ისე, რომ საერთოდ არ ითვალისწინებს გარდაცვლილის ოჯახის მდგომარეობას და იმ უდიდეს ტკივილს, რომელსაც ამ წუთებში განვიცდით.
მოვითხოვთ, თითოეული მსგავსი განცხადება და ფაქტი სათანადოდ იქნეს შესწავლილი და, სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დამნაშავე პირებს კანონის სრული სიმკაცრით მოეთხოვოთ პასუხი.
ჩვენი ოჯახის მწუხარება არავის აძლევს უფლებას, გარდაცვლილის ღირსებას შეეხოს და მგლოვიარე ოჯახს დამატებითი ტკივილი მიაყენოს.”- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დავითაძის ოჯახმა ერთ-ერთი პატიმრის შესახებ, რომელმაც სიცოცხლე ციხეში სუიციდით დაასრულა, განაცხადა, რომ “მიიყვანეს იმ ზომამდე, რომ თავი მოეკლა.”გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი, რომელმაც სიცოცხლე ციხეში სუიციდით დაასრულა დავითაძის ოჯახს პასუხობს: ზოგიერთი ადამიანი საჯაროდ გამოდის ამაზრზენი ბრალდებებით ისე, რომ არ ითვალისწინებს გარდაცვლილის ოჯახის მდგომარეობას. მოვითხოვთ, დამნაშავე პირებს კანონის სრული სიმკაცრით მოეთხოვოთ პასუხი. ჩვენი ოჯახის მწუხარება არავის აძლევს უფლებას, გარდაცვლილის ღირსებას შეეხოს

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნაცმოძრაობის აქტივისტი მამუკაშვილი: ჩვენ რა ტერორი გამოვიარეთ 4 ოქტომბრის შემდგომ და 1 წლის მერე “სასახლესთან ჩავიდეთ” იდეის ავტორი რომ გამოდის და ბრალს აღიარებს, რანაირად არ უნდა გაგიჩნდეს კითხვები? ანუ ტიპი აღიარებს, რომ სასახლეში შეჭრა უნდოდა, მამაკაცურ ძალას მაგიტომ მოუხმო? თუ რა ჯანდაბას აღიარებს, რა უნდა?!

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.