აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც მომღერალი ირმა სოხაძე გააკრიტიკა და დაწერა: “ირმა სოხაძე ამტკიცებს, წინა რეჟიმი აუტანელი იყოო. ამოვიდა ყელში ამ ტიპის თავდასხმის ატანა. სოხაძის მეუღლე გახდა სულხან მოლაშვილის მოადგილე, ვარდების რევოლუციის შემდეგ მოლაშვილი დაიჭირეს და სოხაძის ქმარიც თან მიაყოლეს, ამიტომ ვიყავით მისთვის აუტანელი.”
ანანიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მხრიდან წამებით მოკლული სულხან მოლაშვილის ხსენება უნამუსობაა, ხოლო, სოხაძე უნდა დაფიქრდეს სად და რატომ დგას.
“სტრასბურგის მიერ დადასტურებულ, წამებით მოკლულ სულხან მოლაშვილს კიდევ რომ ახსენებ -შუბლის ძარღვი კი არა, შუბლიც აღარ გაქვს!
პ.ს. ირმა სოხაძე უნდა დაფიქრდეს სად და რატომ დგას,” – წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.














