პოლიტიკა

მარკო რუბიო: გვჯერა, რომ ევროპას შეუძლია გამოფხიზლდეს ხანგრძლივი ძილისგან და კვლავ ააგიზგიზოს ის ცეცხლი, რომელიც აქ ათასწლეულების წინ აინთო, ამის ნიშნები უკვე არსებობს

ჩვენ გვჯერა, რომ ევროპას შეუძლია გამოფხიზლდეს ხანგრძლივი ძილისგან და კვლავ ააგიზგიზოს ის ცეცხლი, რომელიც აქ ათასწლეულების წინ აინთო, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპაში დაწყებული პროცესები, მთელი კონტინენტის მასშტაბით ცვლილებებს გამოიწვევს.

“ამის ნიშნები უკვე არსებობს. მთელი კონტინენტის მასშტაბით ჩვენ ვხედავთ პროცესს, რომელიც, ვიმედოვნებთ, თაობათა ცვლილების დასაწყისი იქნება: თავდაცვის სფეროში ხარჯების მკვეთრ ზრდას, ახალი პარტნიორობებისა და პროგრამების სიმრავლეს, ასევე წარმოების გაფართოებას, რაც ჰააგაში გასულ წელს აღებულ ისტორიულ თავდაცვით ვალდებულებებს მოჰყვა.
საბერძნეთი ამ ცვლილებების ეპიცენტრშია. ამ ქვეყნის მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის ევროპისა და შეერთებული შტატების შეუცვლელი მეგობარი – იქნება ეს ენერგეტიკა, მიგრაცია თუ თავდაცვა, სადაც საბერძნეთი მოკავშირის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს,” – აღნიშნა მარკო რუბიომ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე ევროკავშირის მიერ რუსული კომპანიის სანქციების სიიდან ამოღებაზე: ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის. ეს არის წესების სისტემა, სადაც „სანქცია“ სხვისთვისაა, „გამონაკლისი“ – საკუთარი თავისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველოს ტრადიციულ საზოგადოებას „ევროპულ ღირებულებებს“ უკითხავს ლგბტ აქტივისტი ევროპარლამენტარი ლუკას შიფერი, ხელისუფლებას ეუბნება: „თქვენ მოკვდებით“ და ევროკრატებს ჰგონიათ, რომ ასეთი გზავნილებითა და პერსონაჟებით ქართველთა გულის მოგებას შეძლებენ?

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.