ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ არჩილ გორდულაძე„როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და პირდაპირ წამების თანაამსრულებელია, მისი მიერ გაკეთებული განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია მის მიმართ. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც“ დღეს 27 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი12°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი12°C
  • თელავი6°C
  • გორი8°C
  • ახალციხე6°C
  • ოზურგეთი13°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია−3°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 11 ნოემბერი
  • USD2.5936−0.0007
  • EUR2.9111+0.0070
  • GBP3.4835+0.0014
  • TRY0.0516−0.0001
  • 100 RUB3.1308−0.0176
  • AZN1.5256−0.0005
  • 1000 AMD7.1949+0.0085
  • 10 UAH0.5694−0.0013
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ12 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ16:32
თამთა მეგრელიშვილი

განცხადება · 139 ნახვა

„იმ რეალობაში, როდესაც სოციალური მიმართულება ისედაც ბიუჯეტის მესამედზე მეტს შეადგენს, პენსიების ზრდისთვის 128 მილიონი ლარის გამოყოფა ადასტურებს, რომ მთავრობა პოლიტიკური ეთიკის მაღალი სტანდარტით მოქმედებს“

„სოციალური სოლიდარობის აქტი“ უწოდა „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ასაკობრივი (70 წლამდე) პენსიონერებისათვის პენსიების 20-ის ნაცვლად 45 ლარით გაზრდის შესახებ. როგორც სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტში თამთა მეგრელიშვილი წერს, რომ ეს არის დასტური იმის, რომ ხელისუფლებისთვის უფროსი თაობის მხარდასაჭერად მაქსიმალური რესურსის მობილიზება მნიშვნელოვანია.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების ეს ნაბიჯი სკეპტიკურად იქნება შეფასებული ოპოზიციის მხრიდან. მიუხედავად ამისა, მეგრელიშვილი წერს, რომ ხელისუფლება მომავალშიც გამოიყენებს ყველა შესაძებლობას მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

„საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფოს იზრუნოს მოქალაქეების სოციალურ დაცვაზე და შეუქმნას მათ ღირსეული ცხოვრების პირობები. პენსიის ზრდა არ არის უბრალო ფინანსური დახმარება, ეს არის სოციალური სოლიდარობის აქტი, სადაც მოქმედი, შრომისუნარიანი საზოგადოება და ბიუჯეტი ეხმარება იმ თაობას, რომელიც ამას საჭიროებს. ეკონომიკური გამოწვევებისა და ბიუჯეტის ლიმიტების მიუხედავად, პენსიონერების კეთილდღეობის უზრუნველყოფა სახელისუფლებო გუნდისთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება. იმ რეალობაში, როდესაც სოციალური მიმართულება ისედაც ბიუჯეტის მესამედზე (33%-ზე) მეტს შეადგენს, დამატებით 128 მილიონი ლარის გამოყოფა მკაფიოდ ადასტურებს, რომ მთავრობა, კანონის მოთხოვნათა დაცვის პარალელურად, პოლიტიკური ეთიკის მაღალი სტანდარტით მოქმედებს. ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი უფროსი თაობის მხარდასაჭერად მაქსიმალური რესურსის მობილიზება ხელისუფლებისთვის სოციალური პასუხისმგებლობის მორალური იმპერატივია. ოპოზიციის მხრიდან ამ გადაწყვეტილების კრიტიკაც მათი ჩვეული მანერით გაგრძელდება, თუმცა რეალობა უცვლელია – ეს ნაბიჯი ამ ეტაპზე ბიუჯეტის ფინანსური შესაძლებლობების მაქსიმუმია. ვიწროპოლიტიკური ინტერესების მიღმა, მთავარ ფაქტად მაინც ის რჩება, რომ სახელმწიფო იყენებს ყველა არსებულ რესურსს საკუთარი მოქალაქეების რეალური მხარდაჭერისთვის და ის ადამიანები, რომლებისთვისაც სახელმწიფო დამატებით 128 მილიონს გაიღებს, კმაყოფილები იქნებიან,“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.

თამთა მეგრელიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. თამთა მეგრელიშვილი„მიტროპოლიტ იობის მიერ ქადაგებისას გაკეთებული პოლიტიკური მოწოდებები მის პარტიულ პოზიციას რელიგიურ ვალდებულებად წარმოაჩენს, რაც თავად ეკლესიის ავტორიტეტს აზიანებს და ეს დაუშვებელია“
  2. თამთა მეგრელიშვილი„ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული მედიის კოორდინირებული დუმილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა ამ ძალებში გაღიზიანებას იწვევს, რადგან ის მათ მიერ საზოგადოებისთვის თავსმოხვეულ ნეგატიურ პოლიტიკურ სცენარში არ ჯდება“
  3. თამთა მეგრელიშვილი„ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში უბრალოდ უკიდურესი უტიფრობაა და კიდევ ერთხელ ამხელს კოლექტიური ,,ნიკა გვარამიების” პოლიტიკურ და ადამიანურ სიბეცეს“
  4. თამთა მეგრელიშვილი„აფრასიძეების საქმე არის დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი იმისა, თუ როგორ შეეძლო იმდროინდელ სახელმწიფო მანქანას სასამართლოსა და გამოძიების გარეშე, სამხედრო ვერტმფრენებითა და ასეულობით სპეცრაზმელით თავს დასხმოდა საკუთარ მოქალაქეებს“