ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი10°C
  • ქუთაისი8°C
  • რუსთავი9°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი9°C
  • გორი4°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი9°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია1°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ16 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ10:20
ირაკლი კირცხალია

განცხადება · 175 ნახვა

„სანამ აგენტურისგან არ გასუფთავდება პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ქვეყანა ჯანსაღად და ბოლომდე წინ გამართული ვერ ივლის“

ჩვენ ვასრულებთ ჩვენი საზოგადოების დაკვეთას, რომ საქართველოში აგენტურის ადგილი, განსაკუთრებით პოლიტიკურ ველზე, არ არის. სანამ აგენტურა არ დასრულდება ქვეყანაში და აგენტურისგან არ გასუფთავდება პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ქვეყანა ჯანსაღად და ბოლომდე წინ გამართული ვერ ივლის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ “იმედის” ეთერში საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ჯანსაღი ოპოზიცია ქვეყნის განვითარებისთვის არის აუცილებელი. ირაკლი კირცხალიას განცხადებით, საქართველოს უნდა ჰყოლოდა ოპოზიცია, რომელიც როცა საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდნენ, მშვიდობის შენარჩუნების პროცესში ხელისუფლებას გვერდში დაუდგებოდა. რეალურად კი, ქვეყანამ მიიღო რადიკალური დაჯგუფება, რომელმაც 5-ჯერ სცადა რევოლუციის მოწყობა.

“სახელმწიფო შენობებს წვავდნენ, ელჩებთან ერთად წვავდნენ. მაგას ჰქვია ელჩებთან ერთად დაწვა, როდესაც შენ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის მსროლელს გმირად აღიარებ და ბანერით დარბიხარ. არ არის აუცილებელი ჰერჩინსკი გვენახა მოლოტოვის კოქტეილით ხელში, ფიზიკურად, რუსთაველის გამზირზე“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ. მისი თქმით, პარტიები, რომლებიც მოხვდნენ საკონსტიტუციო სარჩელში, თავადვე ამბობენ, რომ არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობას. “ასეთი დამოკიდებულება, რომ აქვთ საკონსტიტუციო სარჩელს ფურცელს ეძახიან, პარლამენტს, რომ ე.წ. პარლამენტს ეძახიან და ზოგადად, როცა არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, თავიანთივე განცხადებით ამბობენ, რომ ეს იქნება ჩვენთვის ფარატინა ფურცელი. როცა სვამთ კითხვას, რატომ არის აგენტურა, იმიტომ არის აგენტურა, რომ როდესაც პოლიტიკაში ხარ ადამიანი, მანდატდახეული ამბობს, რომ ფურცელია მხოლოდ ჩემთვის საკონსტიტუციო სასამართლოს გამოცხადებული. ეს არის კონსტიტუციურ წყობილებაზე უარის თქმა“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ირაკლი კირცხალია„ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ“
  2. ირაკლი კირცხალია„ჩვენ, სახელმწიფო ყველაფერს ვიზამთ, რომ როდესაც დედობას და მშობლობის უფლებას ეხება საქმე, ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ - 98% არ არის საქართველოს მოქალაქე, ვინც სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში ამ სერვისით და ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე“
  3. ირაკლი კირცხალია„სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ“
  4. ირაკლი კირცხალია„ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს“