პოლიტიკა

ზაქარია წიკლაური: ყველა ის პარტია, რომელიც დღეს რადიკალურ ოპოზიციურ ფრთას წარმოადგენთ, ხართ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ და ასრულებთ ერთი კაცის დავალებას, რომელიც ციხეში გიზით და გმირად გყავთ შერაცხული

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, საკრებულოში ქვემო სამგორის მაჟორიტარი, ზაქარია წიკლაური თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა და საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ, ოპოზიციის კრიტიკასაც უპასუხა.

როგორც ზაქარია წიკლაურმა აღნიშნა, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი სამართლიანობაზე და ამომრჩევლის პატივისცემაზეც საუბრობს, არ უნდა დაივიწყოს საკუთარი წარსული და ისიც, რომ მათ საკუთარი ნებით თქვეს მანდატებსა და პარლამენტში მუშაობაზე.

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ჩემი კოლეგის, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის (პარტია “ლელო საქართველოსთვის” წარმომადგენელი თბილისი საკრებულოში) სიტყვით გამოსვლას და მადლობა არ გადავუხადო ჩემს კოლეგას უმრავლესობიდან, ნოდარ ბოკერიას, აბსოლუტურად ლოგიკურად და სწორად აწყობილი პასუხისთვის როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ თურმე პარტიების აკრძალვა გამოიწვევს ძალიან დიდ დაპირისპირებას საზოგადოებაში და უმრავლესობა, ზოგადად, არ ვცემთ პატივს ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს, ამ დროს უნდა გაიხსენოთ საკუთარი პოლიტიკური წარსული – ხალხს თავად არ ეცით პატივი „კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. ნიკოლოზ, მე არაფერი მაქვს თქვენთან პირადული, თუმცა თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რომ ყველა ეს პარტია, რომელიც დღეს რადიკალურ ოპოზიციურ ფრთას წარმოადგენთ, ხართ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ და ასრულებთ ერთი კაცის დავალებას, რომელიც ციხეში გიზით და გმირად გყავთ შერაცხული. როდესაც საუბრობთ ამომრჩევლებისა და მათი ნდობის მანდატის პატივისცემაზე, პატივი თავად უნდა გეცათ, როდესაც ამ ქვეყნის გარკვეულმა ნაწილმა აგირჩიათ. თქვენ საკუთარი ნებით თქვით უარი პოლიტიკურ მანდატებსა და საპარლამენტო მუშაობაზე, არ შეხვედით პარლამენტში და ამით თავად არ ეცით პატივი ხალხის იმ ნაწილს, რომელმაც ნდობა გამოგიცხადათ

. როდესაც თითქოს პოლიტიკურ თემებზე საუბრობთ, თუ არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად ნახეთ საქართველოს პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომები, სადაც დეტალურად იყო განხილული ის დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებშიც აქტიურად მონაწილეობდა, მათ შორის, თქვენი პოლიტიკური ლიდერი მამუკა ხაზარაძე. როდესაც თქვენ ჩემს კოლეგას უმრავლესობიდან მიუთითებთ, რომ თითქოს ვინმე რამის აზრზე არ არის, იცოდეთ, რომ, სამწუხაროდ, აზრზე არ ხართ თქვენ. არ იცით საერთოდ, საზოგადოებას რა დაკვეთა აქვს და რა დაკვეთა უნდა შეასრულოთ იმისთვის, რომ ამ საზოგადოების გული მოიგოთ. ზუსტად ამიტომ, ყოველ არჩევნებზე სამარცხვინოდ და სამაგალითოდ ისჯებით ოპოზიცია და საზოგადოება გიწერთ ორიანს. გითითებენ ადგილს, რომ იცოდეთ, სად არის თქვენი ადგილი – იმ ხალხის ადგილი, რომლებიც წლების განმავლობაში ამ ქვეყნის მტრობის მეტს არაფერს აკეთებდით. თუ გაინტერესებთ, სამუშაო ოთახში მაქვს წიგნი, რომელიც გამოსცა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, სადაც აღწერილია ყველა ის დანაშაულებრივი ქმედება, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა პირადად თქვენი პარტიის ლიდერი. თუ არ გაქვთ ნანახი და ამის შესახებ არ იცით, შემიძლია, წიგნი მოგაწოდოთ და გაეცნოთ,“- განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.