ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 18 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი8°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი10°C
  • გორი8°C
  • ახალციხე6°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია3°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ27 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ12:31
ირაკლი კირცხალია

განცხადება · 184 ნახვა

„მჯერა, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს“

მჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კოლექტიური ნაცმოძრაობის ყველა დანაყოფი საკონსტიტუციო სასამართლოში უნიათო პროპაგანდისტული მეთოდებით ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს მათთვის გაუგებარია, რა დანაშაულების გამო ითხოვენ მათ გასამართლებას.

“ეს დღეებია საზოგადოება თვალყურს ადევნებს უმნიშვნელოვანეს პროცესს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც განიხილება სარჩელი რადიკალური ოპოზიციის, იგივე კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობის” ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე. ამ ფონზე, კოლექტიური ნაცმოძრაობის ყველა დანაყოფი უნიათო პროპაგანდისტული მეთოდებით ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს მათთვის გაუგებარია, რა დანაშაულების გამო ვითხოვთ მათ გასამართლებას. ასევე – ეს აგენტურა გვეუბნება, რომ ვერ გაიგეს, რომელი დანაშაული რომელ დანაყოფს მიემართება. დღეს, პარლამენტის ტრიბუნიდან მინდა კიდევ ერთხელ, გარკვევით, შევახსენო მათ თავიანთი დანაშაულების მცირე ნაწილი. ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა! ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ გააუქმეთ არჩევნები, მიიტაცეთ სახელმწიფო და რომ არა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, დღეს ჩვენი ქვეყანა ან იარსებებდა / ან არა…

ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ მოღალატეობრივი ნაბიჯებით დაკარგეთ საქართველოს ტერიტორიები და შემდეგ, საერთაშორისო ასპარეზზე ხელი მოაწერეთ დოკუმენტს, სადაც ომის გამჩაღებლად საქართველოა ჩაწერილი. უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ 9 წელი რუსული საქმე აკეთეთ და ტერიტორიების ჩაბარების შემდეგ ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები – ოკუპანტი ქვეყნის ბიზნესმენებს გადაულოცეთ. ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ ქვეყანაში ელიტური კორუფცია დააკანონეთ. უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ ადამიანები ქუჩაში მოკალით, დამიზნებით და სამაგალითოდ, შიშის დასათესად. უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ ხელისუფლებიდან გაძევების შემდეგ, 13 წელია, არ აღიარებთ არც ერთი არჩევნების შედეგს და მუდმივად ეწევით ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ საბოტაჟს. უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ ამ დროის მანძილზე გქონდათ რევოლუციის და ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მინიმუმ 6 მცდელობა! არ აღიარებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და ფეხქვეშ თელავთ კონსტიტუციურ წესრიგსა და პრინციპებს. უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ არა თუ დანაშაულებრივ კავშირსა და კოალიციაში ხართ ერთმანეთთან, არამედ ხართ ერთი პოლიტიკური ორგანიზმი და ძირს უთხრით საქართველოს სტაბილურობასა და სუვერენიტეტს. უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ ემსახურებით არა ქართველ ხალხს, არამედ უცხოელ პატრონებს, მოქმედებთ მათი დავალებების შესაბამისად და საქართველოს ინტერესები თქვენთვის არათუ მეორე ან მესამე ხარისხოვანია, არამედ ეროვნული ინტერესი – ეს ცნება! თქვენთვის უბრალოდ არ არსებობს. უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ საბოტაჟირებთ საქართველოს ევროპულ მომავალს, დადიხართ ბრიუსელის დერეფნებში და პატრონებს ცალ ფეხზე მდგომი მონური სულისკვეთებით ევედრებით, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროინტეგრაცია დაპაუზდეს – შემდეგ კი ამ ყველაფერს პოლიტიკურ დისკუსში იყენებთ. გაგრძელება უსასრულოდ შემიძლია, მაგრამ აქ შევჩერდები. მჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს!” – განაცხადა კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ირაკლი კირცხალია„ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ“
  2. ირაკლი კირცხალია„ჩვენ, სახელმწიფო ყველაფერს ვიზამთ, რომ როდესაც დედობას და მშობლობის უფლებას ეხება საქმე, ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ - 98% არ არის საქართველოს მოქალაქე, ვინც სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში ამ სერვისით და ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე“
  3. ირაკლი კირცხალია„სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ“
  4. ირაკლი კირცხალია„ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს“