პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს კანონმდებლობის ცვლილებით, პარტიის აკრძალვისას წევრს მანდატი ავტომატურად უწყდება

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ლევან ბეჟაშვილის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს პარტიის გაუქმებისას პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ავტომატურად უწყდება, სიცრუეა.

მისი თქმით, მოსარჩელეები მხოლოდ პარტიების აკრძალვას ითხოვენ და არა მანდატების გაუქმებას. გორდულაძე განმარტავს, რომ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით და არავითარ შემთხვევაში ავტომატურად არ უწყდება.

“ტყუილია, რომ ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებეის შედეგად, პარტიის აკრძალვის შემთხვევაში პარლამენტის წევრს ავტომატურად უწყდება უფლებამოსილება.

სინამდვილეში: პარტიის გაუქმების შემთხვევაში პარლამენტის წევრს ავტომატურად არ უწყდება უფლებამოსილება. ამ შემთხვევაშიც მოსარჩელეები მხოლოდ პარტიების აკრძალვას ვითხოვთ და პარლამენტის წევრების საპარლამენტო მანდატების გაუქმების გარეშე. მეტიც, პარლამენტის წევრს მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება და არაერთ შემთხვევაში ავტომატურად.”- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: აფრასიძეების საქმე არის დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი იმისა, თუ როგორ შეეძლო იმდროინდელ სახელმწიფო მანქანას სასამართლოსა და გამოძიების გარეშე, სამხედრო ვერტმფრენებითა და ასეულობით სპეცრაზმელით თავს დასხმოდა საკუთარ მოქალაქეებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ლიბერალური ფაშიზმის ჯალათების დანაშაულს ხანდაზმულობა არ გააჩნია – როინ შავაძე 2008 წლის აგვისტოში უკანონოდ, ყოველგვარი ბრალისა თუ ლეგიტიმური ეჭვის გარეშე დააკავეს, სასტიკად აწამეს და ქუჩაში დახვრიტეს

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაზე: სიამაყით საუბრობენ 2003-2012 წლებზე და იმ დანაშაულებს ფაქტობრივად ხდიან საქილიკოდ – ხელს აწერენ იმას, რომ ნაცობა არის იდეოლოგიურად უკურნებელი სენი და გამოწვევა, რომელსაც ერთადერთი სამართლებრივი პასუხი შეიძლება გაეცეს და სწორედ ამ პროცესში ვართ ჩვენახლა

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.