პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ლერი ბერიტაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლები 14 წლის ქალიშვილის გაუპატიურებით ემუქრებოდნენ – არასრულწლოვანს მამაზე ზეწოლის იარაღად იყენებდნენ

x

ექსპერტი დავით ჩიხელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ეხმაურება და აცხადებს, რომ ლერი ბერიტაშვილის ისტორია იმ დროინდელი პოლიტიკური ანგარიშსწორების მძიმე მეთოდებს წარმოაჩენს.

ჩიხელიძის თქმით, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები მას 14 წლის ქალიშვილის გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, რათა მასზე ზეწოლა მოეხდინათ.

მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდი მძიმე დარღვევებით, სისტემური დანაშაულებით, მკვლელობებითა და ქონების ჩამორთმევის არაერთი შემთხვევით არის დატვირთული.

ჩიხელიძის შეფასებით, წარსულში ჩადენილი დანაშაულების ფონზე, საზოგადოებისგან ბოდიშის მოხდისა და პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კვლავ აგრესიულ პოლიტიკურ მეთოდებს მიმართავენ და რევოლუციურ სცენარებზე საუბრობენ.

„ისტორიას ადამიანის წამებისა და დამცირების არაერთი შემზარავი ფაქტი ახსოვს, მაგრამ ის სისასტიკე და ამორალურობა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება მოქმედებდა, შემაძრწუნებელია.
ამის ნათელი დადასტურებაა ბატონი ლერი ბერიტაშვილის ისტორია და ის ჯოჯოხეთი, რომელიც მას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოუწყო! მისი განცხადებით, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები მას 14 წლის ქალიშვილს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, საუბარია მამაზე ზეწოლის მიზნით არასრულწლოვანი ბავშვის გამოყენებაზე და გაუპატიურებაზე, ბოდიში საზოგადოებას და დაზარალებულს, რომ ამ თემას ვეხები, მაგრამ საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს და ახსოვდეს! ყველაფერზეა წამსვლელი ადამიანი, რომელსაც ასეთი არაადამიანური რამის, არათუ გაკეთება, არამედ გაფიქრება შეუძლია, სწორედ ასეთი სადისტი და მანიაკური ფსიქიკის ადამიანები იყვნენ ქვეყნის სათავეში!
ეს არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია, ეს არის იმ პერიოდის გახსენება, როდესაც მოქალაქის დაშინება, მისი ღირსების შელახვა და ოჯახის წევრების დასჯა, ოჯახის წევრებით მანიპულირება პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღს წარმოადგენდა.
ყველაზე შემაძრწუნებელი არის, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, ‘ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს არ აქვთ არც სინანული და არც პასუხისმგებლობის განცდა. პირიქით, მათი მხრიდან დღესაც პოლიტიკური ბრძოლის აგრესიულ მეთოდებს ვხედავთ. ისინი ღიად უპირისპირდებიან ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას და რევოლუციით იმუქრებიან, ნაცვლად იმისა რომ საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ.
კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ჰყოფნით გამბედაობა და ერთის მხრივ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობას აკნინებენ, მეორეს მხრივ კი საკუთარ მმართველობას, რომელიც საქართველოს ისტორიაში ადამიანის უფლებების დარღვევით, სისტემური დანაშაულის ჩადენით, ადამიანთა მკვლელობებით და სხვა მრავალი მძიმე ფაქტით არის შესული, დემოკრატიულ მმართველობად ასაღებენ და ყველა ფაქტს ეჭვის ქვეშ აყენებენ, იმ დროს როცა თითოეული წამების ფაქტი დადასტურებულია, მსხვერპლთა დიდი ნაწილი ან მოკლულია, ან სხეულის და ფსიქიკის მძიმე დაზიანება აქვს. ასეთი სასტიკი დანაშაულების შემდეგ, ნაცების მხრიდან ქონების ჩამორთმევა, (საუბარია ათასობით ქონებაზე) ადამიანს დემოკრატიულ აქტად გეჩვენება.“ – წერს ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი „ოპოიციურ ერთობაზე”: რადიკალები იმაზეც კი ვერ ჩამოყალიბდნენ, უნდა მიეღოთ თუ არა მონაწილეობა საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესში – ვინ შიგნით უნდა ყოფილიყო, ვინ – გარეთ და ვინ – კარებში, შესაბამისად, უკვე მათივე მხარდამჭერებიც ხვდებიან, რომ ისინი არაფრის გამკეთებლები არ არიან

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ლერი ბერიტაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლები 14 წლის ქალიშვილის გაუპატიურებით ემუქრებოდნენ – არასრულწლოვანს მამაზე ზეწოლის იარაღად იყენებდნენ

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: აფრასიძეების საქმე არის დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი იმისა, თუ როგორ შეეძლო იმდროინდელ სახელმწიფო მანქანას სასამართლოსა და გამოძიების გარეშე, სამხედრო ვერტმფრენებითა და ასეულობით სპეცრაზმელით თავს დასხმოდა საკუთარ მოქალაქეებს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.