პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაზე: სიამაყით საუბრობენ 2003-2012 წლებზე და იმ დანაშაულებს ფაქტობრივად ხდიან საქილიკოდ – ხელს აწერენ იმას, რომ ნაცობა არის იდეოლოგიურად უკურნებელი სენი და გამოწვევა, რომელსაც ერთადერთი სამართლებრივი პასუხი შეიძლება გაეცეს და სწორედ ამ პროცესში ვართ ჩვენახლა

იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის არსებითად ერთიანი ძალა, კოლექტიური ნაცმოძრაობა და მისი განშტოებები, განსხვავებული მოლოდინი არ შეიძლება არსებობდეს თუნდაც დღევანდელ დღესთან მიმართებით, ვინაიდან ის, რაც საზოგადოებამ იხილა მათი მხრიდან გუშინწინ, რაც იხილა გუშინ, რაც წარმოადგენდა თავის მხრივ, როგორც დემაგოგიის, ისე იურიდიული პროფანაციის ძალიან თვალსაჩინო მაგალითს, სავარაუდოდ, დღესაც გაგრძელდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები აბუჩად იგდებენ 2003-12 წლებში დაზარალებულ პირებს და ტრაგიკულ ისტორიებს, რითაც ადასტურებენ, რომ “ნაცობა” იდეოლოგიურად უკურნებელი სენია.

“ისინი ვერ ხვდებიან იმას, რომ ძალიან დიდ შეურაცხყოფას აყენებენ კიდევ ერთხელ ჩვენს საზოგადოებას მათ მიერ ტირაჟირებული ნარატივით. კერძოდ, როდესაც ისინი გამოდიან და სიამაყით საუბრობენ 2003-2012 წლებზე თუნდაც და იმ დანაშაულებს ფაქტობრივად ხდიან საქილიკოდ, რაღაცნაირად აბუჩად იგდებენ კონკრეტულ ტრაგიკულ ისტორიებს, ეს არის გაუმართლებელი და აბსოლუტურად ამორალური მიდგომა შესაბამისი პირებისადმი, იმ ადამიანებისადმი, რომლებმაც თავიანთ თავზე გადაიტანეს და პირადად გახდნენ იმ სისასტიკის მსხვერპლი, რომელიც უკავშირდებოდა ნაცმოძრაობის ამ სადისტურ რეჟიმს.

აქედან გამომდინარე, ცეცხლზე ნავთს ასხამენ ფაქტობრივად და ხელს აწერენ იმას, რომ ნაცობა, როგორც ასეთი, ეს არის იდეოლოგიურად აბსოლუტურად უკურნებელი სენი და გამოწვევა, რომელსაც ერთადერთი სამართლებრივი პასუხი შეიძლება გაეცეს და სწორედ აი ამ პროცესში ვარ ჩვენ ახლა შესულები. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც არსებობს მკაფიო, აშკარა და ძალიან რეალური მტკიცებულებებიც, მიზნებიც და მათგან მომდინარე საფრთხეებიც, რომელიც კარგს არაფერს უქადის კონსტიტუციურ წყობილებას საქართველოში, კონსტიტუციურ წესრიგს და ჩვენი პასუხისმგებლობა არის ის, რომ ამას ყველაფერს დავუპირისპიროთ შესაბამისი პროცედურული ბერკეტები, შესაბამისი არგუმენტები, რომელიც რა თქმა უნდა არის ჩვენს სარჩელში მოცემული და უკვე მომდევნო ეტაპებზე, როდესაც იქნება პაექრობის შესაძლებლობა, იქნება შესაბამისი დასკვნითი სიტყვა, შეჯამების შესაძლებლობა, რასაკვირველია, ჩვენ კიდევ ერთხელ საზოგადოებას ძალიან მწყობრად წარვუდგენთ, მათ შორის, აი ამ პროცესის კვალდაკვალ მათი მხრიდან გამოვლენილ სხვადასხვა არაკონსტიტუციურ მისწრაფებებს, შესაბამის მაგალითებს.

ამ ფონზე შეუძლებელია კითხვის ნიშანი არსებობდეს  იმასთან დაკავშირებით, ზოგადად ეს კოლექტიური, ერთიანი პოლიტიკური ეგრეთ წოდებული პარტია, კოლექტიური ნაცმოძრაობა უნდა დარჩეს თუ არა ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პასუხი არის ერთმნიშვნელოვნად არა, იმიტომ, რომ ამაზე უფრო მკაფიო დემონსტრირება იმისა, რასაც ჰქვია კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ წასვლა, რასაც ჰქვია ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, რასაც ჰქვია საფრთხეების შექმნა ტერიტორიული მთლიანობისთვის, უბრალოდ არ შეიძლება იძებნებოდეს.” – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ლერი ბერიტაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლები 14 წლის ქალიშვილის გაუპატიურებით ემუქრებოდნენ – არასრულწლოვანს მამაზე ზეწოლის იარაღად იყენებდნენ

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: აფრასიძეების საქმე არის დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი იმისა, თუ როგორ შეეძლო იმდროინდელ სახელმწიფო მანქანას სასამართლოსა და გამოძიების გარეშე, სამხედრო ვერტმფრენებითა და ასეულობით სპეცრაზმელით თავს დასხმოდა საკუთარ მოქალაქეებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ლიბერალური ფაშიზმის ჯალათების დანაშაულს ხანდაზმულობა არ გააჩნია – როინ შავაძე 2008 წლის აგვისტოში უკანონოდ, ყოველგვარი ბრალისა თუ ლეგიტიმური ეჭვის გარეშე დააკავეს, სასტიკად აწამეს და ქუჩაში დახვრიტეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.