პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში უბრალოდ უკიდურესი უტიფრობაა და კიდევ ერთხელ ამხელს კოლექტიური ,,ნიკა გვარამიების” პოლიტიკურ და ადამიანურ სიბეცეს

x

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ნიკა გვარამიას მიერ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ფონდი „ქართუს“ მეშვეობით საქართველოში სხვადასხვა პროექტზე 3,2 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა.

მეგრელიშვილის განცხადებით, ივანიშვილის სახელს უკავშირდება 900-ზე მეტი ისტორიული ძეგლის, ეკლესია-მონასტრისა და ციხესიმაგრის აღდგენა, კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაცია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნება, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მხარდაჭერა. მისივე თქმით, ფონდმა 600 ათასზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულა.

მეგრელიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში საკუთარი სახსრებით ეხმარებოდა პოლიციას, ჯარსა და პედაგოგებს.

„ სანამ ოპონენტები პოლიტიკური კრიტიკითა და სპეკულაციებით არიან დაკავებულნი, ფაქტები თავად მეტყველებენ იმაზე, თუ რამხელა რესურსი გაიღო ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი სამშობლოსა და ხალხის საკეთილდღეოდ.
2012 წელს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენამ ქვეყანა ავტორიტარული რეჟიმისგან იხსნა, ქვეყანაში დაამკვიდრა დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების პრეცედენტი და ჩამოაყალიბა ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული მართვის კულტურა.
რეგიონში არსებული მძიმე გეოპოლიტიკური კრიზისების ფონზე, მისმა პრაგმატულმა მიდგომამ საქართველო აარიდა სამხედრო კონფლიქტებს და დაიცვა სუვერენიტეტი.
ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა „ეროვნული ინტერესებით მართვის კულტურა“, რომელიც გარე გავლენებისაგან იცავს ქვეყნის ტრადიციებს, სულიერებასა და დამოუკიდებლობას.
ყველა ზემოაღნიშნული გახლავთ პოლიტიკური ქველმოქმედება რითაც ბიძინა ივანიშვილმა ქართული სახელმწიფო განადგურებას გადაარჩინა.
დიდია მისი წვლილი კულტურული, სულიერი, საგანმანათლებლო თუ სპორტის მიმართულებით, აღსანიშნია ხალხისადმი მისი სოციალური სოლიდარობა.
ოფიციალური მონაცემებით, ფონდ „ქართუს“ მეშვეობით საქართველოში სხვადასხვა პროექტებზე 3.2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯა.
მის სახელს უკავშირდება 900-ზე მეტი ძეგლის ისტორიული ეკლესია-მონასტრების, ციხე-სიმაგრეებისა და მუზეუმების აღდგენა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ოპერისა და ბალეტის, რუსთაველის, მარჯანიშვილის, გრიბოედოვისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრების, კონსერვატორიისა და სამხატვრო აკადემიის მასშტაბური რეკონსტრუქცია.
შეკვეთილში აშენებული ულტრათანამედროვე საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena – რომელიც სახელმწიფოს საჩუქრად გადაეცა.
წლების განმავლობაში კულტურის, მეცნიერებისა და ხელოვნების ასეულობით გამოჩენილი მოღვაწის ყოველთვიური ფინანსური დახმარება.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი- რეგიონში უპრეცედენტო მასშტაბის საგანმანათლებლო ჰაბი, რომლის ინვესტიცია 1 მილიარდ ევროს შეადგენს.
400-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და ათასობით სკოლის აღჭურვა თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით.
შეკვეთილის დენდროლოგიური, მსოფლიო დონის უნიკალური პარკი, რომელიც სრულიად უფასოდ მასპინძლობს დამთვალიერებლებს.
საჩხერესა და ჭიათურაში გადაშენების პირას მყოფი ფრინველების (მაგ. კოლხური ხოხობი) საშენების მოწყობა და ბუნებაში დაბრუნება.
თბილისისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღების ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა.
სპორტის მხარდაჭერა-14 თანამედროვე რაგბის კომპლექსისა და სტადიონის აშენება, რამაც საფუძველი ჩაუყარა ქართული რაგბის საერთაშორისო აღიარებას.
ათეულობით სპორტული მიმართულების ფინანსური სტიმულირება ოლიმპიური და მსოფლიო მიღწევებისთვის.
სოციალური სოლიდარობა- ფონდ „ქართუს“ მიერ ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი 600 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქის საბანკო დავალიანების შესყიდვა და განულება.
ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული რეალური საქმეების არასრული ჩამონათვალი და კოლექტიურ ნიკა გვარამიებს იგივეს გაკეთება არა, მაგრამ ამ კაცის მიერ გაკეთებულ საქმეებზე ქილიკი მარტივად შეუძლიათ.
ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული ყოველი ნეგატიური კამპანია, მასზე პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმაა.
ოპონენტები ცდილობენ დააკნინონ მისი წვლილი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაში, დემოკრატიულ გარდატეხასა და უპრეცედენტო მასშტაბის საქველმოქმედო პროექტებში, მაგრამ ბიძინა ივანიშვილისადმი ასეთ მიდგომასა და საუბარს წონა უნდა, მინიმუმ უნდა აჯობო მას პოლიტიკური გონიერებითა და ქვეყნისათვის გაკეთებული კარგი საქმით.
ნიკა გვარამია და კოლექტიური დესტრუქციული ოპოზიცია ისე დაასრულებს პოლიტიკურ მოღვაწეობას, რომ თაობებს ქვეყნისთვის გაკეთებული ერთი კარგი საქმე არ გაახსენდება მათი.
ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი რომელიც სახელმწიფოს ინახავდა!
აფინანსებდა პოლიციას, ჯარს, პედაგოგებს და აკეთებდა იმას, რასაც სახელმწიფო ვერ წვდებოდა, თანაც ყველა გადასახადის აბსოლუტური სიზუსტით გადახდით.
ამ რეალობის ფონზე, მისი დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში უბრალოდ უკიდურესი უტიფრობაა და კიდევ ერთხელ ამხელს კოლექტიური ,,ნიკა გვარამიების” პოლიტიკურ და ადამიანურ სიბეცეს.“ – წერს მეგრელიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.