ირაკლი კირცხალია
განცხადება · 105 ნახვა
„აქ ტროტუარზე დგომის გამო არავინ არავის იჭერს და აჯარიმებს, აჯარიმებენ კონკრეტული დარღვევის გამო“
აქ ტროტუარზე დგომის გამო არავინ არავის იჭერს და აჯარიმებს, აჯარიმებენ კონკრეტული დარღვევის გამო, – ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
„აჯარიმებენ იმის გამო, როდესაც ადამიანების ვიწრო ჯგუფი მიზანმიმართულად, როდესაც ამის საჭიროება არ არის, ქმნიან გადაადგილების დისკომფორტს“, – აღნიშნა კირცხალიამ.
რეკლამა
განათავსეთ თქვენი რეკლამა
კირცხალიამ გამჭვირვალობის კანონზეც ისაუბრა.
„რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია შეიზღუდა ჩვენი მხრიდან?! ნარატივი იყო, ამ კანონის მიღების შემდეგ ჩელიაბინსკში გავიღვიძებთო, ახლა 2026 წლის 31 ოქტომბერია, ვინ გაიღვიძა ჩელიაბინსკში?! სად შეიზღუდა საზოგადოება, სად ნახეთ საზოგადოების კონტროლი?!“, – განაცხადა კირცხალიამ.
ირაკლი კირცხალია სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ირაკლი კირცხალია„ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ“
- ირაკლი კირცხალია„ჩვენ, სახელმწიფო ყველაფერს ვიზამთ, რომ როდესაც დედობას და მშობლობის უფლებას ეხება საქმე, ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ - 98% არ არის საქართველოს მოქალაქე, ვინც სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში ამ სერვისით და ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე“
- ირაკლი კირცხალია„სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ“
- ირაკლი კირცხალია„ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს“
