ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„ორი თვე, ყოველდღე აანონსებდნენ ამ აქციას და ამბობდნენ, რომ არნახული რაოდენობის ადამიანების შეკრებას აპირებდნენ - საუკეთესო გათვლებით მაქსიმუმ 7000 ადამიანი მოაგროვეს“ დღეს 15 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი5°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი5°C
  • გორი7°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია3°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 28 ნოემბერი
  • USD2.5911−0.0006
  • EUR2.8406−0.0038
  • GBP3.4016+0.0034
  • TRY0.0510−0.0001
  • 100 RUB3.1493+0.0005
  • AZN1.5237+0.0001
  • 1000 AMD7.1875−0.0017
  • 10 UAH0.5754+0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ29 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ18:33
თამთა მეგრელიშვილი

განცხადება · 155 ნახვა

28 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე

„ორი თვე ემზადებოდნენ გრანდიოზული ფინალისთვის და საბოლოოდ საკუთარ პოლიტიკურ დასასრულს გაუკეთეს პრეზენტაცია“

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის ოპოზიციის აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ორთვიანი სამზადისისა და ქვეყნის მასშტაბით მობილიზაციის მიუხედავად, ოპოზიციამ დაახლოებით 7 000 ადამიანის შეკრება შეძლო, აქცია კი ნახევარ საათში დასრულდა.

მეგრელიშვილის შეფასებით, ხმაურიანი განცხადებები და მასშტაბური კამპანია საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მისივე თქმით, აქციაზე გამოვლენილმა შიდა დაპირისპირებამ და საორგანიზაციო ქაოსმა ოპოზიციის პოლიტიკური შესაძლებლობები კიდევ ერთხელ წარმოაჩინა.

მისივე შეფასებით, ოპოზიციის „მისია“ კვლავ შეუსრულებელია, ხოლო ორთვიანი სამზადისის საბოლოო შედეგი გრანდიოზული ჩაფლავება აღმოჩნდა.

„ორი თვე მზადება, მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილიზაცია, ხმაურიანი განცხადებები და დიდი მოლოდინები…

საბოლოო შედეგი კი დაახლოებით 7 000 ადამიანი და ნახევარ საათში დასრულებული „სახალხო ტრიუმფი“.

პოლიტიკურად ხმაურიანი პროლოგი ჰქონდათ, მაგრამ ფინალი აშკარად მოკლე გამოუვიდათ!

ხმამაღალი განცხადებების, მასშტაბური კამპანიებისა და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟის მიუხედავად, რამდენიმე ათასი ადამიანის შეკრება სახალხო ლეგიტიმაციას არ ნიშნავს, ისევე როგორც ქუჩაში ადამიანების მობილიზება თავისთავად ვერ ადასტურებს საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერას.

არანაკლებ საყურადღებოა ის შიდა დაპირისპირება და საორგანიზაციო ქაოსი, რომელიც თავად ოპოზიციურ ფლანგზე გამოვლინდა. ადამიანები, რომლებიც ქვეყნის მართვაზე აცხადებენ პრეტენზიას, ელემენტარულ საკითხებზეც კი ვერ თანხმდებიან - იქნება ეს აქციის წამყვანის შერჩევა თუ სააკაშვილის ბანერების გამოტანა. როდესაც საერთო მიზნის გარშემო შეკრებაც კი ასეთი უთანხმოებით მიმდინარეობს, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: როგორ წარმოუდგენიათ მათ გაცილებით რთული სახელმწიფოებრივი პროცესების მართვა?

ქვეყნის მართვა მხოლოდ პრეტენზიებით, ხმაურიანი განცხადებებითა და პოლიტიკური ამბიციებით არ ხდება. ამას სჭირდება პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, შეთანხმების უნარი, მკაფიო ხედვა და, რაც მთავარია, საზოგადოების ნდობა.

სწორედ ეს უკანასკნელია ის მთავარი რესურსი, რომლის მოპოვებასაც, საგანგებო მობილიზაციის მიუხედავად კვლავაც ვერ ახერხებენ და გუშინდელი მცდელობაც გრანდიოზული ჩაფლავებით დასრულდა. ,,მისია” კვლავ შეუსრულებელია.

ფაქტია, რომ საბოლოოდ, პოლიტიკურ ძალას არა საკუთარი თავის შესახებ შექმნილი ხმაურიანი წარმოდგენა, არამედ რეალური საზოგადოებრივი მხარდაჭერა განსაზღვრავს.

ორი თვე ემზადებოდნენ გრანდიოზული ფინალისთვის და საბოლოოდ საკუთარ პოლიტიკურ დასასრულს გაუკეთეს პრეზენტაცია.

ეტყობა, დაგეგმილი აქცია კი არა - დამშვიდობების ცერემონია ჰქონდათ!“ - წერს მეგრელიშვილი.

თამთა მეგრელიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. თამთა მეგრელიშვილი„ცოტნე ივანიშვილის მონაწილეობით გაიხსნა ქართველი ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობა, მიიღონ განათლება და აწარმოონ კვლევები მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან აკადემიურ და ინოვაციურ ცენტრში, შეთანხმების შედეგად ქართველი სტუდენტებისთვის დაწესდება განაცხადების მიღების სპეციალური ვადები და გარკვეული შეღავათები“
  2. თამთა მეგრელიშვილი„არსებობს კითხვები, რომლებიც პასუხებს საჭიროებს, ამ კითხვების იგნორირება დაუშვებელია და მათი უპასუხოდ დატოვება ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსული საქმის შესრულების მიზნითა და დავალებით მოვიდა“
  3. თამთა მეგრელიშვილი„ტელეკომპანია „იმედი“ თავისი მთელი შემადგენლობით ერთი დიდი ოჯახია, სადაც დამლაგებელი ისეთივე სრულფასოვანი თანამშრომელია, როგორც ჟურნალისტი, ოპერატორი თუ ხელმძღვანელი“
  4. თამთა მეგრელიშვილი„პრემიერ-მინისტრის მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბჭოს თავმჯდომარის, ნათია თურნავას მიმართ ინფლაციური პროცესების სწორად მართვის, ლარის კურსის სიმყარისა და სავალუტო რეზერვების ზრდის გამო გამოხატული მადლიერება დარგის პროფესიონალებში კითხვის ნიშნებს არ იწვევს“