განცხადება · 122 ნახვა
„ორთვიანი ინტენსიური სამზადისის, ყოველდღიური მოწოდებებისა და რეგიონებში მობილიზაციის შემდეგ ოპოზიციამ მთელი საქართველოდან, მხოლოდ 7 000 ადამიანის შეკრება შეძლო, ხოლო აქცია სულ რაღაც ნახევარ საათში დაშალა“
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ორთვიანი ინტენსიური სამზადისის, ყოველდღიური მოწოდებებისა და რეგიონებში მობილიზაციის მიუხედავად, ოპოზიციამ მთელი საქართველოდან მხოლოდ 7 000 ადამიანის შეკრება შეძლო, აქცია კი სულ რაღაც ნახევარ საათში დაშალა.
მეტრეველის შეფასებით, მონაწილეთა რაოდენობასთან ერთად, მნიშვნელოვანი საკითხია აქციის პოლიტიკური შინაარსიც - რა კონკრეტული გზავნილი, ქვეყნის განვითარების ხედვა, საგარეო პოლიტიკური სტრატეგია ან სოციალური პრობლემების გადაჭრის მექანიზმები შესთავაზეს მოქალაქეებს.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ორთვიანი ინტენსიური სამზადისის, ყოველდღიური მოწოდებებისა და რეგიონებში მობილიზაციის შემდეგ ოპოზიციამ მთელი საქართველოდან, მხოლოდ 7 000 ადამიანის შეკრება შეძლო, ხოლო აქცია სულ რაღაც ნახევარ საათში დაშალა.
მონაწილეთა რაოდენობასთან ერთად მნიშვნელოვანი საკითხია აქციის პოლიტიკური შინაარსი. სცენიდან უაზრო ღრიალისა და გაცვეთილი ლოზუნგების მიღმა რა კონკრეტული პოლიტიკური გზავნილი მოისმინა საზოგადოებამ? ქვეყნის განვითარების როგორი ხედვა, რა საგარეო პოლიტიკური სტრატეგია ან სოციალური პრობლემების გადაჭრის რა მექანიზმები შესთავაზეს მოქალაქეებს?
პოლიტიკური ალტერნატივის შექმნას იდეები, ინტელექტუალური რესურსი და კონკრეტული სამოქმედო გეგმა სჭირდება.
ახლა აცივდება და, სავარაუდოდ, გაზაფხულზე, დათბობის შემდეგ, კვლავ დაიწყება მორიგი „გადამწყვეტი“ აქციისთვის მზადება.“ - წერს მეტრეველი.
ნიკოლოზ მეტრეველი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ნიკოლოზ მეტრეველი„ცოტნე ივანიშვილი საკუთარი ინიციატივით, პირადი ჩართულობითა და ძალისხმევით ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებს მსოფლიო დონის განათლებისკენ უხსნის გზას, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყება ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენაა“
- ნიკოლოზ მეტრეველი„„ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს - ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს, მაშინ როდესაც თავად რუსეთის მიმართ პოლიტიკური გზავნილებით ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს“
- ნიკოლოზ მეტრეველი„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა“
- ნიკოლოზ მეტრეველი„გია ხუხაშვილის პროგნოზების სიზუსტე და მათი პოლიტიკური შედეგები ერთმანეთს მშვენივრად შეეფერება – ზუსტად შესაფერისი მრჩეველია. ბატონო გია, საბედნიეროდ არქივები არ იწვიან“
