უკრაინის უმაღლესი რადას საფინანსო, საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დანილო გეტმანცევი აცხადებს, რომ თუ უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, ამას ფინანსური კატასტროფა მოჰყვება.
რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ევროკავშირში მიწოდებამ იანვარში რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ ბლოკი 2027 წლიდან რუსული გაზის იმპორტის სრულად აკრძალვისთვის ემზადება.
სკანდალური პოსტი ტრამპის გვერდზე ხუთშაბათს გვიან ღამით გამოჩნდა. ვიდეო წარმოადგენს ე.წ. „მემს“, სადაც პრეზიდენტი ტრამპი „ჯუნგლების მეფის“ როლშია წარმოდგენილი, ხოლო დემოკრატიული პარტიის წევრები მულტფილმ „მეფე ლომის“ პერსონაჟების სახით არიან ნაჩვენები.
ბულგარეთის პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყნებში საარჩევნო უბნების რაოდენობა 20-მდე იზღუდება. ინფორმაციას ბულგარული მედია ავრცელებს.
დღეს, სასამართლო დარბაზში, ამ, ვარსკვლავებიანი შეიდიშის მესაკუთრემ დააღო პირი და თქვა: “ააა”, რაზეც სასამართლომ საკადრისი პასუხი გასცა, – წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი, სოციალურ ქსელში.
ჯეფრი ეპშტეინის საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, სიკვდილამდე ორი დღით ადრე, სკანდალურმა მილიარდერმა ანდერძი შეადგინა, რომლითაც თავისი ქონების მნიშვნელოვან ნაწილს — 100 მილიონ დოლარს, ასევე კუნძულებსა და ძვირფას ბრილიანტის ბეჭედს, თავის მეგობარ გოგონას, წარმოშობით მინსკელ კარინა შულიაკს უტოვებს. ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრცელებს.
Netflix-ისა და Warner Bros.-ის მოსალოდნელი შერწყმის საკითხზე გამართულ მოსმენებზე, ამერიკელმა პოლიტიკოსებმა სტრიმინგ-გიგანტი „ვოუქიზმსა“ და პოლიტიკურ მიკერძოებულობაში დაადანაშაულეს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მასპინძლობით გამართულ მიღებას დაესწრნენ. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სიმბოლურია, რომ ახლა, როდესაც უცხოური ჩარევის პრობლემა ევროპის მასშტაბით სულ უფრო მწვავედ აღიქმება, ევროსაბჭო თავად იწყებს საკანონმდებლო ჩარჩოების გადახედვას და გამოცდილების გაზიარებას სთხოვს საქართველოს. უფრო მეტიც, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ინიციატივით მომზადებულ ანგარიშში მთავარი მსჯელობის თემა სწორედ ის საკითხებია, რომელთა გამო საქართველო წლების განმავლობაში მწვავე კრიტიკის ობიექტი იყო – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.