“იყო მწვავე შეკითხვები, დაისვა საკითხი ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით~.-ამბობს განათლების სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ თსუ-ს რექტორი, ჯაბა სამუშია
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა პლატფორმა X-ზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ევროკომისიას ბოლო 10 წლის განმავლობაში ცენზურის პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს. მათი შეფასებით, ევროკომისიამ ბოლო 10 წლის განმავლობაში მიზანმიმართულად გამოიყენა პოლიტიკური ბერკეტები სოციალური მედიის პლატფორმებზე ზეწოლისთვის, რასაც მათი თქმით, ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა მოჰყვა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” დირექტორი ირაკლი კიკვაძე ოფიციალურად საქმიანობას უკვე შეუდგა. დღეს იგი მაუწყებლის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდა.
უნგრეთის სახელმწიფო მდივანი საერთაშორისო კომუნიკაციების საკითხებში, ზოლტან კოვაჩი აცხადებს, რომ ევროკომისია უნგრეთს არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით უტევს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
რუსულმა ენერგოგიგანტმა „გაზპრომმა“ “თურქული ნაკადის“ მეშვეობით მიმდინარე წლის იანვარში ევროპაში გაზის ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,3%-ით გაზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს. ასევე, კიდევ 15 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს – პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი – დაუსწრებლად, მათ შორის სამი ე.წ. კანონიერი ქურდია, – ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, შვედეთის სახელმწიფოს მოუწოდა, „დროს ნუ დახარჯავენ საქართველოში არარსებულ პრობლემებზე შფოთვაში“ და ამის ნაცვლად, საკუთარ სახელმწიფოში არსებულ შემაშფოთებელი გამოწვევების მოგვარებაზე იზრუნონ.