ჩვენ ვართ ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური თავისუფლებების მომხრე. პრესის თავისუფლება ერთ-ერთი მათგანია, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება, გაერთიანებული უმაღლესი სასწავლებლების სახელწოდებად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩება.
საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და ღია ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანას ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის უალტერნატივო კვანძად აქცევს. რთულ და მუდმივად ცვალებად გლობალურ გარემოში საქართველო ინარჩუნებს კონსტრუქციული და საიმედო პარტნიორის სტატუსს და გადამწყვეტ როლს ასრულებს გლობალური მიწოდების ჯაჭვების ფორმირებაში, ენერგეტიკულ დივერსიფიკაციასა და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა BSEC-ის გენერალურ მდივანთან, ლაზარ კომანესკუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამ რეალობაში ჩვენ არც უკრაინაში ომის სწრაფად დამთავრება გვაწყობს და არც ირანის ჩამოშლა, რუსეთის სმუტა გვინდა, – წერს “ჯერ საქართველოს” დამფუძნებელი, ოპოზიციონერი, გიორგი ანთაძე, სოციალურ ქსელში.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტი აიოვაში მხარდამჭერებს შეხვდა და დაარწმუნა ისინი, რომ მინესოტაში, სადაც საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) რეიდებს მასობრივი პროტესტი და ორი მსხვერპლი მოჰყვა, ყველაფერი კარგად მიმდინარეობს.
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში მოქმედი ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინა, რომელიც სასურსათო მაღაზიების ქურდობასა და ნაქურდალი პროდუქციის სისტემურ რეალიზაციას ეწეოდა. დაკავებულია 6 პირი, მათ შორის ჯგუფის ლიდერი და მოვაჭრეები, რომლებიც მოპარულ საქონელს იბარებდნენ.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებაზე, რომ რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა, აღნიშნა, რომ „თვითონ ეს ქალბატონი მოლდოვის რუმინეთთან მიერთებას ემხრობა.“