გრიგოლ გეგელიას განცხადებაზე
ყველა სიახლე
4673 მასალა
8 ივლისი
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე
გიორგი შარაშიძეს
განათავსეთ თქვენი რეკლამა
გეგელიას განცხადებაზე
გრიგოლ გეგელიას განცხადებაზე
სადღობელაშვილი გრიგოლ გეგელიას განცხადებაზე: გვთავაზობენ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მეზობელ სახელმწიფოებსა და უცხოურ კომპანიებს გადავცეთ. ეს არ არის „მშვიდობის ეკონომიკა“. ეს არის საკუთარი სტრატეგიული უპირატესობის ნებაყოფლობითი დათმობა და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საზიანო ნაბიჯი
„ანაკლიის პორტის ირგვლივ მიმდინარე “მოვლენები” საკმაოდ საგანგაშო ფაზაში შედის. აგენ-ტურის ნაწილის მიერ შემოთავაზებული „ახალი ხედვები“ სერიოზულ კითხვებს აჩენს იმის შესახებ, თუ ვის ინტერესებს ემსახურებიან ისინი სინამდვილეში.“- წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
გრიგოლ გეგელიას განცხადებაზე
7 ივლისი
ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტილეგიონერთა დაავადების“ აფეთქებას იძიებს
ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი ზემო ისტ-საიდში (Upper East Side) ლეგიონელოზის, იგივე „ლეგიონერთა დაავადების“ აფეთქებას იძიებს. ინფექციის სავარაუდო წყაროდ მიიჩნევა ორთქლი, რომელიც შენობების სახურავებზე განთავსებული გამაგრილებელი კოშკებიდან (გრადირნიებიდან) გამოიყოფა.
ველური სპილო, სახელით დჰურბე, უკვე 14 წელია ნეპალში ერთ ოჯახს სდევს და მისი ოთხი წევრი გამოასალმა სიცოცხლეს
ყველაფერი 2012 წელს დაიწყო, როდესაც შანიჩარა ბოტემ მშობლები დაკარგა — ისინი მარტოხელა ველურმა სპილომ სასიკვდილოდ გათელა. ამ ტრაგედიის შემდეგ მამაკაცმა მთელი ქონება გაყიდა, ორი მდინარე გადაკვეთა და საცხოვრებლად ახალ სოფელში გადავიდა, რათა კოშმარი წარსულში დაეტოვებინა. თუმცა, თავის დაღწევა ვერ შეძლო. სპილომ ბოტეს ახალ კვალს მიაგნო, მის ახალ სახლში შეიჭრა და ამჯერად მამაკაცის 25 წლის რძალი და ოთხი წლის შვილიშვილი მოკლა. სასოწარკვეთილი მამაკაცი ამბობს, რომ ცხოველმა ისინი მაინც იპოვა და გასაქცევი აღარსად აქვთ.
მედია: ხუთი ქვეყანა სერბეთის ევროკავშირთან მოლაპარაკებებს ბლოკავს – უარის თქმის მთავარი მიზეზი სასამართლო სისტემის მდგომარეობას უკავშირდება, ზოგიერთი ქვეყნისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბელგრადის უარი, დაუწესოს სანქციები რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო
ნიდერლანდების მთავრობა მხარს არ უჭერს ევროკავშირსა და სერბეთს შორის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებას მე -3 კლასტერის გახსნის გზით.
პოლონელ პოლიტიკოსს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება პრეზიდენტ ნავროცკის შრეკთან შედარებისთვის
პოლონელ პოლიტიკოსს, პრეზიდენტ ნავროცკის შრეკთან შედარებისთვის 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვოიცეხ შლუსარჩიკმა პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის მეუღლის, მარტა ნავროცკას ფოტო გამოაქვეყნა და იკითხა: “და შრეკი სად არის?”, რითაც მიანიშნა, რომ ის პრინცესა ფიონას ჰგავდა. ამის გამო, პროკურატურამ მას პრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდება წარუდგინა.
6 ივლისი
სადღობელაშვილი ეუთო-ს მიერ საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერაზე: რატომ ხდება საგამონაკლისო წესის გავრცელება მაინცდამაინც საქართველოზე? იმიტომ, რომ საქმეში ჩართულია ლობისტური კომპანია Nelson Mullins. FARA-ს რეესტრი ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ კავშირს ამ კომპანიასთან, რომელიც თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია რეზოლუციის მთავარ დირიჟორთან – ჯო უილსონთან!
თუ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა პოლიტიკური შეფასებების პლატფორმად გადაიქცევა და არა ობიექტური სტანდარტების დამცველ ინსტიტუტად, საბოლოოდ ყველაზე მეტად თავად ეუთოს ავტორიტეტი დაზიანდება, – წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.
სამხრეთ კორეის სასამართლომ 2019 წლის საკანონმდებლო ორგანოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო ოპოზიციის წარმომადგენლები დამნაშავედ ცნო და ფულადი ჯარიმები დააკისრა
სეულის სასამართლომ „ხალხის ძალაუფლების პარტიის“ (PPP) დეპუტატს, ნა კუნგ-ვონს და რამდენიმე პოლიტიკოსს 2019 წლის საკანონმდებლო ორგანოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო ფულადი ჯარიმები შეუფარდა, – ინფორმაციას სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. სტატია 2025 წლის 20 ნოემბრით თარიღდება.


























