ყველა სიახლე
4684 მასალა
23 აპრილი
პაველ ჰერჩინსკის
ჰერჩინსკის განცხადებაზე
პრემიერი: ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ დასკვნებს და გეგმას – რამდენად ჯანსაღია ის სურათი, რომელიც დღეს გვაქვს, როგორ შეიძლება შეიცვალოს სურათი უკეთესობისკენ
ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს დასკვნებს და შესაბამისად, გეგმას, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
პრემიერი საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე: მოლაპარაკებები მიმდინარეობს შეთანხმების არეალის გაფართოებაზე და ამასთან დაკავშირებით კონკრეტული მოლაპარაკებები წარიმართება
მოლაპარაკებები მიმდინარეობს შეთანხმების არეალის გაფართოებაზე და ამასთან დაკავშირებით კონკრეტული მოლაპარაკებები წარიმართება, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
ჰერჩინსკის განცხადებაზე
მარტა კოსის განცხადებაზე
სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: ე.წ Exon Skipping- ამ შემთხვევაში EMA არცერთს აქვს. FDA აქვს მინიჭებული, მაგრამ აქაც დაჩქარებული წესით, რაც ნიშნავს, რომ ავტორიზაციის შემდეგ კვლევები უნდა ჩატარდეს -ჯერ ცხოველებზე, ადამიანებზე და ამის შემდეგ გაირკვეს წამალი უსაფრთხოა თუ არა
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ “რუსთავი 2-ის” გადაცემა “ღამის კურიერში” დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების მოთხოვნასთან დაკავშირებით ისაუბრა. მან ერთ-ერთი მედიკამენტის შესახებ გააკეთა კომენტარი, რომელზეც თქვა, რომ EMA არ აქვს, მაგრამ FDA აქვს მინიჭებული ამ Exon Skipping-ებს, მაგრამ აქაც დაჩქარებული წესით, რაც ნიშნავს, რომ ამ ავტორიზაციის შემდეგ კვლევები უნდა ჩატარდეს -ჯერ ცხოველებზე კვლევა, ადამიანებზე კვლევა და ამის შემდეგ უნდა გაირკვეს წამალი უსაფრთხოა, ქმედითია თუ არა.
საპატრიარქო: 25 აპრილს 40 დღე სრულდება, რაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II ზესთასოფელს შეუერთდა – მთელი საქართველო ლოცულობს მისი უწმინდესობისთვის და ყველას სურს, მაქსიმალურად შეეწიოს ჩვენს პატრიარქს
შაბათს, 25 აპრილს 40 დღე სრულდება, რაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II ზესთასოფელს შეუერთდა, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო იუწყება. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთელი საქართველო ლოცულობს მისი უწმინდესობისთვის და ყველას სურს, მაქსიმალურად შეეწიოს ჩვენს პატრიარქს. საპატრიარქო საზოგადოებას ილია II-ის სურვილსაც შეახსენებს, თუნდაც ერთი ნაკლოვანების გამოსწორებასთან დაკავშირებით.
ზელენსკი უკრაინის მოლაპარაკებები ირანში ომის დასრულებას ვერ დაელოდება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ირანში ომმა მსოფლიოს რუსეთის აგრესიიდან ყურადღება გადაატანინა და არსებობს დიდი რისკი, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების მიზნით წარმოებული მოლაპარაკებები ირანში კონფლიქტის დასრულებამდე არ განახლდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
თამარ ტალიაშვილი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართა შეხვედრა. კონგრესმენი, ბრაიან მასტი (R), რომელიც ფლორიდის შტატს წარმოადგენს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ვეტერანია და არაერთი სამხედრო ჯილდო აქვს მიღებული.
ჩვენი სამართალდამცველი თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ
შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს [სამართალდამცველთა რიგებში დამნაშავე პირების დაუსჯელობას], “გამოძიება მიმდინარეობს, დაველოდოთ შედეგებს” – ეს ტრაფარეტულიც გახდა ბევრ შემთხვევაში. ვაღიაროთ, რომ ხანდახან ამას თავის არიდების მიზნით და ცოტა რთულ სიტუაციაში როცა ხარ ადამიანი, მაშინ იყენებ, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრობისა და ვიცე-პრემიერობის კანდიდატმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში “იმედი LIVE”.
აქციებზე სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე




























