შვედეთის პარლამენტში, 13 სექტემბრის არჩევნების შედეგად, სომალური წარმოშობის ხუთი დეპუტატი აირჩიეს, რაც მნიშვნელოვანი და ისტორიული ეტაპია სკანდინავიურ ქვეყანაში სამოქალაქო ჩართულობისა და მულტიკულტურული წარმომადგენლობის კუთხით. ინფორმაციას სომალური მედია ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიები უკვე მასიურ ხასიათს იღებს. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გრძელდება ბულინგი და შეურაცხყოფა ნაკრების მიმართ. სოციალურ ქსელში გავრცელებული ნეგატიური კამპანია ძირითადად მიმართულია მათკენ, რომლებიც არ იზიარებენ კონკრეტულ პოლიტიკურ დღის წესრიგს.
სოფელ კასრისწყალში, ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2026 წლის შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატის წარდგენა გაიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წერს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შესწავლას აგრძელებს და მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებს.
დღევანდელი, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის კონტროლირებადი “სამართალი” თუ გინდათ შიშველი ნახოთ – გუშინდელი ფაქტის მარტივი ანალიზიც კმარა: კოლექტიურმა დასავლეთმა სანქციების სიიდან ამოიღო ორი რუსი მილიარდერი, უსმანოვი და ფრიდმანი, რომლებიც არათუ რუსულ გავლენებს ატარებენ, არამედ პირდაპირ მთელ თავის კაპიტალს ფლობენ რუსეთში,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.