ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებული შეთანხმების შესახებ აცხადებს, რომ დოკუმენტი აღიარებს, რომ ირანი არ არის ტერორისტული სახელმწიფო.
ქალაქ სენატობიაში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო ერთ წლის ბიჭუნას დაღუპვის გამო, რომელსაც პოლიციელებმა ადგილობრივი Walmart-ის ავტოსადგომზე ესროლეს.
ევროკავშირი ვეღარ გადარჩება, ევროკავშირი მუდმივად უარყოფს არსებულ რეალობას, რაც აუცილებლად, ყველანაირად გამოიწვევს მის დაჭკნობას, – განაცხადაევროპარლამენტარმა, მიხაელ ფონ დერ შულენბურგმა, თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
ზელენსკის გუნდმა ლუკაშენკო მკაცრად გააფრთხილა, რომ გაჩუმდეს, თუ სურს „პენსიამდე მიაღწიოს“. ბელარუსის მთელი ტერიტორია უკრაინული იარაღის მოქმედების ზონაშია და თუ იქიდან კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდება, ქვეყნის მნიშვნელოვანი ობიექტები განადგურდება, – როგორც უკრაინული მედია РБК-Украина იუწყება, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, გამოცემა Зеркало-სთან ინტერვიუში განაცხადა.
გერმანიაში სიღარიბის მაჩვენებელმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, ნათქვამია Paritätische Wohlfahrtsverband-ის (კეთილდღეობის თანასწორობის ასოციაციის) ახალ ანგარიშში.
ჩემს შესანიშნავ კოლეგასთან, პიტერ ჰარდერთან ერთად, შესანიშნავი შეხვედრა გავმართე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, ხელმძღვანელობდა, – წერს კანადის სენატის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე პიტერ ბიმი სოციალურ ქსელში.
ევროკომისიის ყოფილმა კომისარმა ვერა იუროვამ აღნიშნა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანებას უკრაინაზე გაცილებით დიდი ხანია ელოდებიან
ევროკომისიის ყოფილმა კომისარმა ვერა იუროვამ Euronews-თან საუბარში აღნიშნა, რომ მას რუსეთი ან ჩინეთი კი არა, საერთაშორისო პოლიტიკის კონტექსტში შეერთებული შტატები უფრო აშინებს.
ბრიტანელი მომღერალი და კომპოზიტორი ჯეი შონი, რომელიც ცნობილია ჰიტებით Ride It, Down და Tonight, პირველად გამართავს თავის ორ სოლო კონცერტს მოსკოვში 17 და 18 დეკემბერს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსულმა ჯარებმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასირებული დარტყმა განახორციელეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის (სსო) მიმდინარეობის განმავლობაში. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ობოზრევატელი“ იუწყება.
თეთრი სახლის ჩრდილოეთ გაზონზე მომუშავე ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ „ათობით გასროლის“ ხმა მოესმათ. საიდუმლო სამსახურის აგენტებმა პრესკორპუსის წევრების ევაკუაცია ბრიფინგების დარბაზში მოახდინეს. CNN აღნიშნავს, რომ ამ მომენტში რეზიდენციაში პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც იმყოფებოდა.
35 წლის კონგოში დაბადებული ივ საკილა გასულ პარასკევს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ის დაცვის თანამშრომლებმა დუბლინში, სავაჭრო ცენტრის გარეთ დააკავეს. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ურტყამს კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი მუხლს საკილას კისერში.
ბულგარეთმა სამშაბათს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება ისტორიისა და ენის საკითხებზე არსებული დავის გამო დაბლოკა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
ირანისა და ომანის გეგმებზე, ჰორმუზის სრუტეში გავლისთვის საფასური დააწესონ, Bloomberg-თან საფრანგეთში ირანის ელჩმა, მოჰამად ამინ-ნეჟადმა ისაუბრა. მისი თქმით, თეირანი დაინტერესებულია იმ „მთავარი მიზეზის“ მოგვარებით, რომელიც მსოფლიო ნავთობვაჭრობისთვის ამ საკვანძო საზღვაო გზის გარშემო არსებობს.
აშშ-ის შტატ ტეხასის მცხოვრები ქალი ჯენიფერ კომბსი დააკავეს Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ, რომელშიც აცხადებდა, რომ ქალაქ ტრინიდადში წყლის მოხმარების შემდეგ მცხოვრებლები საავადმყოფოში მოათავსეს.
რუმინეთის სენატის იურიდიულმა კომისიამ დადებითი დასკვნა გასცა Alliance for the Union of Romanians (AUR)-ის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, ასოციაციებსა და ფონდებს ევალებათ გამოაქვეყნონ ყველა იმ ფიზიკური და იურიდიული პირის ვინაობა, რომლებიც მათი დონორები არიან. RFI România-ს ცნობით, კანონპროექტს მხარი 76-მა კანონმდებელმა დაუჭირა, ხოლო, წინააღმდეგი 32 მათგანი იყო. ამის შემდეგ, კანონპროექტი განსახილველად გადაეცემა დეპუტატთა პალატას, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა.
ნიუ-იორკის მერის განცხადებით, 20 ათასი კვადრატული ფუტის (1 858 კვ.მ) ფართობის მუნიციპალური სასურსათო მაღაზია არასრულწლოვანთა ყოფილი დროებითი მოთავსების იზოლატორის ადგილზე აშენდება. მაღაზია უკვე მომავალ წელს გაიხსნება ბრონქსში, ჰანტს-პოინტში, სადაც აშშ-ის უმსხვილესი საბითუმო სასურსათო ბაზარი მდებარეობს.
კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრუნო როდრიგესმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის თავი დაიცვას სამხედრო თავდასხმებისგან, იტყობინება Perfil. ამის მიზეზი გახდა გამოცემა Axios-ის პუბლიკაცია, რომელიც საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ ჰავანამ 300-ზე მეტი დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი შეიძინა და მათ გამოყენებას აშშ-ის ობიექტების, მათ შორის გუანტანამოს ბაზის წინააღმდეგ განიხილავს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ახლო მეგობრებს გაანდო, რომ თანამდებობის დატოვებას და თავისი წასვლის „ორგანიზებული გრაფიკის“ შემუშავებას აპირებს. ამის შესახებ Daily Mail სამთავრობო კაბინეტის წყაროებზე დაყრდნობით წერს.
რომის პაპი ლეონ XIV გამოსცემს დოკუმენტს Magnifica Humanitas („კაცობრიობის დიდებულება“), რომელიც ხელოვნურ ინტელექტს, ადამიანის ღირსების დაცვასა და ცივილიზაციის მომავალს მიეძღვნება, წერს Axios.
ჰოლივუდის ყოფილი პროდიუსერის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი, რომელიც 2013 წელს მანჰეტენის სასტუმროში მსახიობის გაუპატიურების საქმეს ეხებოდა, გაუქმებულად გამოცხადდა, იტყობინება NYT. ნაფიცი მსაჯულები ორ დღეზე მეტხანს მსჯელობდნენ, თუმცა ვაინშტაინის ბრალეულობაზე საერთო გადაწყვეტილებამდე ვერ მივიდნენ.
2026 წლის 11 მაისს, პარიზის დროით 23:25-ზე, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ – ეროვნულმა ასამბლეამ, ევროპულ საქმეთა და საგარეო საქმეთა კომიტეტებში მხარდაჭერიდან თითქმის 5 თვის შემდეგ, მიიღო რეზოლუცია „საქართველოს მთავრობის არალიბერალური და ავტორიტარული გადახრის დაგმობა და საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ჩვენი მხარდაჭერის ხელახლა დადასტურება“.
ესპანეთის კუნძულ ტენერიფეზე, ლაინერ MV Hondius-იდან, სადაც ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. მგზავრების ევაკუაციის პროცესი დაიწყო, მგზავრთა პირველი ჯგუფი ნაპირზე დამცავი კოსტიუმებითა და ნიღბებით გამოიყვანეს, ავტობუსებით აეროპორტში გადაიყვანეს და სამშობლოში დააბრუნეს.
უკრაინა, რომელიც წლებია კომერციული სუროგაციის ერთ-ერთ გლობალურ ცენტრად ითვლება, რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის მიუხედავად, კვლავ აგრძელებს უცხოელი წყვილებისთვის რეპროდუქციული მომსახურების მიწოდებას. თუმცა, ომმა ინდუსტრიაში ახალი ეთიკური, სამართლებრივი და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოშვა. ამის შესახებ BBC-ის სტატიაში წერია.
ადგილობრივ არჩევნებზე ლეიბორისტული პარტიის კატასტროფული შედეგების გამო, თანაპარტიელები პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერისგან გადადგომის კონკრეტული თარიღის დასახელებას ითხოვენ. პარტია თავის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ მაჩვენებელზეა და უკვე დაკარგა კონტროლი მინიმუმ ცხრა ადგილობრივ საბჭოზე.