პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ჩვენ ვიხილეთ ევროკავშირის პრეს-სპიკერის მოწოდება აქციებზე ძალადობისკენ. ვიხილეთ მათ მიერ დაფინანსებული პლაკატები, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილის მსროლელის რომანტიზებას ახდენდა

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა ბრიუსელის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც საქართველოს ულოცავს სახელმწიფო დროშის დღეს.

ვიდეოში ჩანს კადრები საპროტესტო აქციებიდან. ეკა სეფაშვილის სიტყვებით, ეს აჩვენებს, რომ ევროკავშირისთვის ძალადობის გარკვეული ფორმები წახალისებულია: „ეს არის ფარული განაცხადი იმაზე, რომ ძალადობის გარკვეული ფორმები არის ევროკავშირის მხრიდან წახალისებული, მითუმეტეს, რომ ჩვენ ვიხილეთ მათი პრეს-სპიკერის მოწოდება ძალადობრივი აქციების მიმართ“ – თქვა ეკა სეფაშვილმა.

საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ძალადობის წახალისება ან რომანტიზება ბრიუსელის მხრიდან, წარსულშიც იხილა საზოგადოებამ.

„იმ კადრების გამოყენება, რომლებიც ასახავენ ძალადობას, ჩემი აზრით, ბადებს გაურკვეველ წარმოდგენებს ევროკავშირის მიდგომების შესახებ, სწორედ საქართველოსა და ნებისმიერი ეროვნული დროშის დაცვის მიმართ. ეს არის ფარული განაცხადი იმაზე, რომ ძალადობის გარკვეული ფორმები არის ევროკავშირის მხრიდან წახალისებული, მითუმეტეს, რომ ჩვენ ვიხილეთ ევროკავშირის პრეს-სპიკერის მოწოდება აქციებზე ძალადობისკენ. ვიხილეთ მათ მიერ დაფინანსებული პლაკატები, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილის მსროლელის რომანტიზებას ახდენდა“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.