პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც გერმანიის ელჩად წოდებული ფიშერი საჯაროდ აკრიტიკებს საქართველოს განათლების რეფორმას, ეს აღარ არის „მეგობრული რჩევა“ და „ევროპული ღირებულებების გაზიარება“ – ეს სუვერენული სახელმწიფოს შიდა სივრცეში ჩარევაა

“როდესაც გერმანიის ელჩად წოდებული “ფლიდი” ფიშერი საჯაროდ აფასებს და აკრიტიკებს საქართველოს განათლების რეფორმას, ეს აღარ არის „მეგობრული რჩევა“ და არც „ევროპული ღირებულებების გაზიარება“ – ეს არის პირდაპირი ჩარევა სუვერენული სახელმწიფოს შიდა პოლიტიკურ და ინტელექტუალურ სივრცეში”- წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, განსაკუთრებით ირონიულია, როდესაც ეს კრიტიკა მოდის იმ ქვეყნის წარმომადგენლისგან, რომლის განათლების სისტემა თავადაც ათწლეულების განმავლობაში ეძებდა ბალანსს ეროვნულ იდენტობასა, მანკიერ წარსულსა და გლობალიზაციის ზეწოლას შორის.

„განათლება არის სახელმწიფოს ყველაზე მგრძნობიარე საფუძველი: აქ ყალიბდება ისტორიული მეხსიერება, ღირებულებები, მოქალაქის პასუხისმგებლობა. სწორედ ამიტომ, ამ სფეროში გარედან წამოსული საჯარო ინსტრუქციები განსაკუთრებით პრობლემურია. ასევე, განსაკუთრებით ირონიულია, როდესაც ეს კრიტიკა მოდის იმ ქვეყნის წარმომადგენლისგან, რომლის განათლების სისტემა თავადაც ათწლეულების განმავლობაში ეძებდა ბალანსს ეროვნულ იდენტობასა, მანკიერ წარსულსა და გლობალიზაციის ზეწოლას შორის. ევროპა არ არის ერთიანი საგანმანათლებლო მოდელი და მით უმეტეს, არ არის იდეოლოგიური ცენტრი, საიდანაც პერიფერიებს ინსტრუქციები უნდა დაურიგდეთ. და ბოლოს: საქართველო ევროპასთან თანამშრომლობას არ უარყოფს. მაგრამ თანამშრომლობა არ ნიშნავს დუმილს, როცა სუვერენიტეტი იგნორირებულია. განათლება არ არის საექსპერიმენტო პოლიგონი და საქართველო არ არის ობიექტი, რომელსაც გარედან „შეასწორებენ“.- წერს მეტრეველი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.