პოლიტიკა

ლევან მახაშვილი – ევროკავშირის და წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, შეცვლიან თუ არა კაია კალასს, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე​ ჩვენ ვისურვებდით ბევრად კომპეტენტურ ადამიანს

ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, შეცვლიან თუ არა კაია კალასს, ჩვენ ვისურვებდით ბევრად კომპეტენტურ, გამოცდილ და ბევრად პროფესიონალ ადამიანს ამ მნიშვნელოვან საკვანძო თანამდებობაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მახაშვილმაგანაცხადა.

მახაშვილის თქმით, დღეს ევროკავშირი ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ პროცესებში იმყოფება და ძალიან მძიმე საერთაშორისო მოვლენებს გადის.

„ამ ეპიცენტრში იმყოფება ევროკავშირი და ოდესმე თუ სჭირდებოდა პროფესიონალი, კომპეტენტური, გამოცდილი დიპლომატი, უზადო დიპლომატიის, უზადო კომპეტენციის ადამიანი, სწორედ ახლა სჭირდება.

რაოდენ დასანანია, რომ სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში ევროკავშირის საგარეო სერვისის ხელმძღვანელი კაია კალასია. რა თქმა უნდა, ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, მას შეცვლიან თუ არ შეცვლიან, ისეთს ჩათვლიან თუ ასეთს ჩათვლიან, მაგრამ საქართველოს გადმოსახედიდან, იმ ისტორიიდან გამომდინარე, რა არაკომპეტენტური, არადიპლომატიური და უსამართლო დამოკიდებულება ჰქონდა კაია კალასს საქართველოსადმი, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისურვებდით ბევრად კომპეტენტურ, ბევრად გამოცდილ და ბევრად პროფესიონალ ადამიანს ამ მნიშვნელოვან საკვანძო თანამდებობაზე“, – განაცხადა მახაშვილმა.

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ლოპესი აცხადებს, რომ კაია კალასი თანამდებობისთვის შეუფერებელია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.