პოლიტიკა

ნინო წილოსანი: გუშინ, სამწუხაროდ, ადამიანების შეწყალებაზე აპელირებით ძალიან მავნებლური პროცესი გაიმართა. რაც ეს ადამიანები დაკავებულები არიან, დაახლოებით 4-5 ჯერ მოახდინა პრეზიდენტმა შეწყალებისაქტი, თუმცა, მათი მხრიდან არცერთხელ გვინახავს მოთხოვნა შეწყალებასთან დაკავშირებით

გუშინ სამწუხაროდ ადამიანების შეწყალებაზე აპელირებით ძალიან მავნებლური პროცესი გაიმართა. ვიცით, რომ შეწყალება ორმხრივი პროცესია. ერთია ადამიანი, ვინც ითხოვს შეწყალებას და მეორე, პრეზიდენტი, რომელმაც უნდა შეიწყალოს-  ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა. 

როგორც წილოსანმა აღნიშნა, იმ ადამიანების მხრიდან, რომელთა მიმართებითაც გუშინ მედია კამპანია იყო აგორებული, არცერთხელ გაჟღერებულა შეწყალების მოთხოვნა. 

„პროცედურულად ვიცით, რომ თავად პატიმრები წერენ განაცხადს შეწყალებასთან დაკავშირებით. თუმცა, იმ ადამიანებთან მიმართებით, ვისი ოჯახის წევრებიც და ვისთან მიმართებითაც დიდი მედია კამპანია იყო აწეული გუშინ ვიცით, რომ მათი მხრიდან არც პირადად მათი, არც მათი ოჯახის წევრების მხრიდან არცერთხელ გაჟღერებულა შეწყალების მოთხოვნა. 

რაც ეს ადამიანები დაკავებულები არიან, დაახლოებით 4-5 ჯერ მოახდინა პრეზიდენტმა შეწყალების აქტი, თუმცა, მათი მხრიდან არცერთხელ გვინახავს კამპანიურად აგორებული მოთხოვნა შეწყალებასთან დაკავშირებით. რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს? – ერთი, რომ მათ საერთოდ გადაეწურათ იმედი, რომ მათი პატრონები როგორღაც დაიხსნიან დამნაშავეებს ციხიდან და მეორე, რომ ეს იყო კარგად დაგეგმილი პროცესი და მედია კამპანია, რომელსაც ადამიანებში უნდა გამოეწვია შეცოდების გრძნობა“- განაცხადა ნინო წილოსანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.