პოლიტიკა

ჩინეთი მზად არის დააჩქაროს ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებული პროტოკოლის ხელმოწერა და ძალაში შესვლა – ჭოუ ციენი

ჩინეთი მზად არის დააჩქაროს ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებული პროტოკოლის ხელმოწერა და ძალაში შესვლა, – ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ჭოუ ციენმა განაცხადა. ელჩთან ინტერვიუში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, პოტენციალსა და სამომავლო ხედვებზე.

ელჩმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა საქართველოსთან ერთად განახორციელოს ორი ქვეყნის ლიდერების მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებები.

„2025 წლის ოქტომბერში, პეკინში წარმატებით ჩატარდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ცენტრალური კომიტეტის მეოთხე პლენარული სხდომა, რომელზეც განიხილეს და მიიღეს „ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის შეთავაზება ეროვნული ეკონომიკური და სოციალური განვითარების მე-15 ხუთწლიანი გეგმის შემუშავების შესახებ“. მომავალში ჩინეთი გააგრძელებს მაღალი ხარისხის განვითარების ხელშეწყობას, სტაბილურად გააგრძელებს სისტემურ გახსნილობას, მულტილატერალური სავაჭრო სისტემის დაცვას, საერთაშორისო მიმოქცევის გაფართოებას, გახსნილობის მეშვეობით რეფორმებისა და განვითარების ხელშეწყობას, მსოფლიოს ქვეყნებისთვის შესაძლებლობების გაზიარებას და მათთან ერთად განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ „მე-15 ხუთწლიანი გეგმა“ არა მხოლოდ აყალიბებს ჩინეთის ეკონომიკური და სოციალური განვითარების სამომავლო ხედვას, არამედ მსოფლიოსაც სძენს მეტ სიცხადეს, ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობას უფრო ფართო პერსპექტივებს უხსნის და ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას ახალ იმპულსს სძენს. 2026 წელს საქართველოც დააჩქარებს ეროვნული ათწლიანი განვითარების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას. ჩინეთი მზადაა, საქართველოსთან ერთად განახორციელოს ორი ქვეყნის ლიდერების მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებები, განაგრძოს ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, პრიორიტეტი მიანიჭოს ქართული თაფლისა და ფრინველის ხორცის ჩინეთში ექსპორტის ხელშეწყობას, დააჩქაროს ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებული პროტოკოლის ხელმოწერა და ძალაში შესვლა, აქტიურად განავითაროს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა, ხელი შეუწყოს ორი ქვეყნის ხალხთა შორის ურთიერთგაგებას და მეტი სარგებელი მოუტანოს ორ ქვეყანასა და მათ ხალხს“, – განაცხადა ჭოუ ციენმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: განსაკუთრებით ირონიულია, როცა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ნიკა გვარამია აკრიტიკებს. ადამიანი, რომელიც მედიამენეჯერის პოზიციაზე 80 ათას ლარზე მეტ ხელფასს იღებდა, მაშინ, როცა ჟურნალისტებს კაპიკებს უხდიდა – ქველმოქმედების გაუფასურება ადვილია, როცა თავად არ გესმის, რას ნიშნავს საკუთარი ფულით ქვეყნისთვის და მომავალი თაობებისთვის რაიმეს გაკეთება 

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში უბრალოდ უკიდურესი უტიფრობაა და კიდევ ერთხელ ამხელს კოლექტიური ,,ნიკა გვარამიების” პოლიტიკურ და ადამიანურ სიბეცეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.