პოლიტიკა

ნინო წილოსანი ფიშერზე: თუ რაიმე ჩვენი ნათქვამი არ მოსწონს, იცოდეს, რომ ეს არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება მისდამი

როდესაც შენს პოლიტიკურ აქტივობას გადააყოლებ იმ მნიშვნელოვან ფუნქციას, რომლითაც ის იყო ჩამოსული, სხვა არაფერ უკეთესს არ უნდა მოელოდეს. თუ რაიმე ჩვენი ნათქვამი არ მოსწონს, იცოდეს, რომ ეს არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება მისდამი, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა პეტერ ფიშერის მისამართით.

გადაცემის წამყვანმა მას კითხვა საქართველოში გერმანიის ელჩის ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით დაუსვა, სადაც ფიშერმა ეს ვიდეო ხელისუფლებაზე თავდასხმისთვის გამოიყენა და ცდილობს მმართველ გუნდს დააბრალოს უსამართლო დამოკიდებულება.

„პეტერ ფიშერი ისეთ მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს, თავიდანვე ძალიან დიდი პატივისცემით მივიღეთ, თუმცა მანვე გადაწყვიტა, რომ ეს პატივისცემა გაეფლანგა და მისთვის ჩრდილი მიეყენებინა საკუთარი პოლიტიკური პოზიციონირების გამო. ფიშერი ნაკლებად გაგახსენდებათ ალბათ საქართველოს მხარდამჭერ რომელიმე განცხადებაში და ადვილად გაგახსენდებათ მზია ამაღლობელის, თუ სხვათა სასამართლოებზე მჯდომი, თარჯიმნის გარეშე როგორ დაადგა თავზე მოსამართლეს იმისთვის, რომ ალბათ დაეშინებინა. ყოველ შემთხვევაში, პროცესი რაზე მიდიოდა, არ ესმოდა.

ფიშერი მართლმსაჯულებაზე ზეწოლაში ნამდვილად გაახსენდება ქართველ ხალხს. გაგვახსენდება, როგორ გვკარნახობდა ამა, თუ იმ დანაშაულისთვის ოთხი წელი იყო საკმარისი, თუ ორი. ის ახალისებდა ყველაზე რადიკალ აქტივისტებს და ეს არაერთხელ გვითქვამს ძალიან კონსტრუქციულად და მეგობრულად. როდესაც აგრესიული და სახელმწიფოს მოხელეების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მომართულ აქტივისტებს იწვევ, ეწვევი, „მონას“ პლაკატის ფონზე პოზირებ, არ შეიძლება იქნას აღქმული ასეთი ადამიანი საქართველოს მეგობრად. როდესაც შენს პოლიტიკურ აქტივობას გადააყოლებ იმ მნიშვნელოვან ფუნქციას, რომლითაც ის იყო ჩამოსული, სხვა არაფერ უკეთესს არ უნდა მოელოდეს. თუ რაიმე ჩვენი ნათქვამი არ მოსწონს, იცოდეს, რომ ეს არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება მისდამი“, – აღნიშნა წილოსანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.