პოლიტიკა

„დიფ-სთეითი“ ჯერ კიდევ ძლიერია და შეუძლია გარკვეული გავლენების მოხდენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებზე, მათ შორის ძლიერ ქვეყნებზეც

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორის განცხადებას, „სანამ გარე საფრთხეებზე ვართ ფოკუსირებული, ასევე ვაღიარებთ, რომ „დიფ სთეითის“ აქტორებისგან კვლავ არსებობს შიდა საფრთხეები. მათ მოახდინეს ჩვენი ინსტიტუტებისა და დაზვერვის პოლიტიზება, რასაც საკუთარ იარაღად იყენებენ“.

მისი თქმით, საქართველოს მიმართ ორმაგი და არასამართლიანი დამოკიდებულება, გაგრძელდება მანამ, სანამ „დიფ-სთეითი“ იქნება ძლიერი.

„ტულსი გაბარდის განცხადება მიუთითებს იმას, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ვერ მოხერხდა „დიფ-სთეითის “ დამარცხება. მათი ქვეყნის შიგნით ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის გატარებას. ჩვენ ვხედავთ, რომ გლობალურად, ეს ძალები კვლავ ძლიერად არიან წარმოდგენილნი და ამას მოწმობს საქართველოზე დღემდე არსებული ზეწოლა. საქართველოს მიმართ ორმაგი და არასამართლიანი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მანამ, სანამ ე.წ გლობალური ომის პარტია, თუ „დიფ-სთეითი“ [არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მოვიხსენიებთ], იქნება ძლიერი. ის ჯერ კიდევ ძლიერია და შეუძლია გარკვეული გავლენების მოხდენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებზე, მათ შორის ძლიერ ქვეყნებზეც, ასე რომ, საქართველოს მიმართ ზეწოლა გაგრძელდება. ჩვენი უპირველესი ამოცანა კი ეროვნული ინტერესების დაცვაა,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: განსაკუთრებით ირონიულია, როცა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ნიკა გვარამია აკრიტიკებს. ადამიანი, რომელიც მედიამენეჯერის პოზიციაზე 80 ათას ლარზე მეტ ხელფასს იღებდა, მაშინ, როცა ჟურნალისტებს კაპიკებს უხდიდა – ქველმოქმედების გაუფასურება ადვილია, როცა თავად არ გესმის, რას ნიშნავს საკუთარი ფულით ქვეყნისთვის და მომავალი თაობებისთვის რაიმეს გაკეთება 

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.