პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: აბორტების შემცირება გამოიწვია ცნობიერების ამაღლებამ, სელექციური აბორტების აკრძალვამ და არალეგალური პროცედურების კრიმინალიზაციამ

პარტია “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე აცხადებს, რომ ბოლო 12–13 წლის განმავლობაში განხორციელებულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა აბორტების შემცირებაზე. მისი თქმით, მთავარი ნაბიჯები იყო ეროვნული ცნობიერების ამაღლება, სელექციური აბორტების აკრძალვა და არალეგალური აბორტების კრიმინალიზაცია.

“დემოგრაფიული პოლიტიკის პირველი იარაღი არის პროპაგანდა. ეს არის ეროვნული პოლიტიკა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ცნობიერების ამაღლებით უნდა დაიწყო,“ — ამბობს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ საქართველოში სელექციური აბორტების რიცხვი აღემატებოდა სხვა კავკასიური და აზიური სახელმწიფოების სტატისტიკას. სწორედ ამ ტიპის აბორტის აკრძალვა იყო დემოგრაფიული პოლიტიკის მეორე ნაბიჯი.

“რამ გამოიწვია აბორტების ასეთი საგრძნობი შემცირება? ეს გამოიწვია იმ პოლიტიკამ, რომელიც ხორციელდებოდა მთელი ამ 12–13 წლის განმავლობაში. დემოგრაფიული პოლიტიკის პირველი იარაღი არის პროპაგანდა. ეს არის ეროვნული პოლიტიკა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ცნობიერების ამაღლებით უნდა დაიწყო. თუ ადამიანს არ მოანდომე შვილის გაჩენა და არ დაანახე, რომ მისი ერი ნადგურდება და გენოფონდი აღარ გვექნება, ის შვილს არ გააჩენს. თუკი ადამიანს გული არ ატკინე და არ დაანახე, რომ ეს ცოცხალი ადამიანია და აბორტი იგივე მკვლელობაა, ის აბორტს არ მოეშვება. ყველაზე რთული საკითხი საქართველოში იყო სელექციური აბორტები (სქესის ნიშნით) — არც ერთ კავკასიურ და აზიურ სახელმწიფოში იმდენი სელექციური აბორტი არ კეთდებოდა, როგორც საქართველოში (ეს არაოფიციალური სტატისტიკაა). ქართველ კაცებს ბიჭი უნდოდათ და ამიტომ გოგოებს კლავდნენ. აიკრძალა სელექციური აბორტები საქართველოში და დღეს ამ საკითხს მკაცრად აკონტროლებს ჯანდაცვის სამინისტრო. მან შეიმუშვა ასეთი მექანიზმი — ორსულობის სამ თვემდე კლინიკები მშობლებს არ ეუბნებიან ბავშვის სქესს, რადგან ეს წესის დაცვაა. მეორე ნაბიჯი იყო არალეგალური აბორტების კრიმინალიზაცია. ეს იყო უშუალოდ დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივა. არალეგალურ აბორტებზე თუკი მანამდე უმნიშვნელო ჯარიმა იყო, დღეს ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. 2014 წლიდან შევიდა ეს კანონი ძალაში. მანამდე იყო უმნიშვნელო, ძალიან დაბალი ჯარიმები იმ ექიმებისთვის, რომლებიც არალეგალურად აბორტის პროცედურას აკეთებდნენ — ეს არაფერს ნიშნავდა, რადგან დიდი შემოსავალი ტრიალებდა ამ სფეროში. დღეს ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება, თუ არ ვცდები, 5 წლამდე პატიმრობით პირველი შემთხვევა, ხოლო შემდეგ სასჯელი უფრო იზრდება. ისჯება ის ექიმი, ვინც არალეგალურად გააკეთებს აბორტს,” — განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.