პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროკავშირის დონეზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, ვერ უზრუნველყო სტაბილური ზრდა, შედეგად, ევროპის ეკონომიკა რეგრესის ან ხანგრძლივი სტაგნაციის ფაზაშია, ხოლო მოქალაქეები ხედავენ, რომ ცხოვრების ხარისხი არ უმჯობესდება

ევროპაში პესიმიზმის ზრდა სტრუქტურული კრიზისის მაჩვენებელია და არა ინდივიდუალური განწყობა. „პოლიტიკოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევა ცხადყოფს, რომ ევროპელთა უმრავლესობა სკეპტიკურად უყურებს როგორც გლობალურ პროცესებს, ისე საკუთარ სახელმწიფოებსა და მმართველ სისტემებს, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ გამოკითხულთა 76% დემოკრატიის დაღმასვლას ხედავს საკუთარ ქვეყანაში, ეს მონაცემი მიუთითებს არა მხოლოდ ინსტიტუციურ პრობლემებზე, არამედ, ნდობის კრიზისზე.

მისი შეფასებით, აღნიშნული ტენდენცია ადასტურებს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ვერ შესთავაზეს მოქალაქეებს გრძელვადიანი განვითარების დამაჯერებელი ხედვა, უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, დაბალმა მმართველობითმა ხარისხმა და ანტიეროვნულმა მიდგომებმა კი საზოგადოებაში იმედგაცრუება კიდევ უფრო გააღრმავა.

„ევროპაში პესიმიზმის ზრდა სტრუქტურული კრიზისის მაჩვენებელია და არა ინდივიდუალური განწყობა. „პოლიტიკოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევა ცხადყოფს, რომ ევროპელთა უმრავლესობა სკეპტიკურად უყურებს როგორც გლობალურ პროცესებს, ისე საკუთარ სახელმწიფოებსა და მმართველ სისტემებს. როდესაც გამოკითხულთა 63% ამბობს, რომ „საუკეთესო წლები უკან დარჩა“, ხოლო 77% ფიქრობს, რომ შემდეგ თაობას უფრო რთული ცხოვრება ექნება, ეს ნიშნავს, რომ კონტაქტი მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის სერიოზულად არის დაზიანებული. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ 76% დემოკრატიის დაღმასვლას ხედავს საკუთარ ქვეყანაში. ეს მონაცემი მიუთითებს არა მხოლოდ ინსტიტუციურ პრობლემებზე, არამედ ნდობის კრიზისზე. კვლევა აჩვენებს, რომ ევროპაში ჩამოყალიბდა მმართველი კლასი, რომლის კომპეტენცია ხშირად ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, ხოლო პოლიტიკა სულ უფრო შორდება ეროვნულ ინტერესებს და რეალურ სოციალურ საჭიროებებს. ევროკავშირის დონეზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და საგარეო პოლიტიკაში ვერ უზრუნველყო სტაბილური ზრდა. შედეგად, ევროპის ეკონომიკა რეგრესის ან ხანგრძლივი სტაგნაციის ფაზაშია, ხოლო მოქალაქეები ხედავენ, რომ ცხოვრების ხარისხი არ უმჯობესდება. სწორედ ამ ფონზე ჩნდება მოთხოვნა, რომ ქვეყნებმა „უფრო თავდაჯერებულად დაიცვან საკუთარი ეროვნული ინტერესები“, რასაც გამოკითხულთა 71% ემხრობა. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ვერ შექმნეს გრძელვადიანი განვითარების დამაჯერებელი ხედვა. უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, დაბალმა მმართველობითმა ხარისხმა და ანტიეროვნულმა მიდგომებმა საზოგადოებაში იმედგაცრუება გააღრმავა.“ – წერს მეგრელიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: განსაკუთრებით ირონიულია, როცა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ნიკა გვარამია აკრიტიკებს. ადამიანი, რომელიც მედიამენეჯერის პოზიციაზე 80 ათას ლარზე მეტ ხელფასს იღებდა, მაშინ, როცა ჟურნალისტებს კაპიკებს უხდიდა – ქველმოქმედების გაუფასურება ადვილია, როცა თავად არ გესმის, რას ნიშნავს საკუთარი ფულით ქვეყნისთვის და მომავალი თაობებისთვის რაიმეს გაკეთება 

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში უბრალოდ უკიდურესი უტიფრობაა და კიდევ ერთხელ ამხელს კოლექტიური ,,ნიკა გვარამიების” პოლიტიკურ და ადამიანურ სიბეცეს

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: სხვა ვინ უნდა ამოერჩიეთ სამიზნედ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ნიკა გვარამიას თქმით, თურმე მოგებას ნახულობდა, როდესაც ხელფასებს უხდიდა და აღჭურვილობას ყიდულობდა იმათთვის, ვისაც მაშინ სახელმწიფო ვერ წვდებოდა

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.