პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: პარტია “ხალხის ძალის” თავმჯდომარე გამოვიდა სახელმწიფო აპარატის რეფორმის ინიციატივით. ჩვენი მიზანია, რეგიონული პოლიტიკა მოქნილი და ეფექტური იყოს, სადაც ნაკლები ბიუროკრატია და ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვა იქნება

„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება სოზარ სუბარის ინიციატივას, გაუქმდეს სახელმწიფო რწმუნებულის (გუბერნატორის) აპარატი. ქადაგიძე წერს, რომ არსებული სისტემა ახდენს რეგიონული განვითარების სამინისტროს დუბლირებას და, რეალურად, ბიუროკრატიული ლაბირინთია. ეს კი, დეპუტატის შეფასებით, აფერხებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. ქადაგიძე ხაზს უსვამს, რომ აპარატისთვის გამოყოფილი თანხა, რეგიონულ ფონდებში უნდა გადამისამართდეს: „სახელმწიფო რწმუნებულების (გუბერნატორების) ადმინისტრაციები ბიუჯეტს წელიწადში 13 მილიონამდე ლარი უჯდება. ეს თანხა სრულად უნდა გადამისამართდეს რეგიონულ ფონდებში, სადაც ხალხი თავად გადაწყვეტს — გზა დააგოს, სკოლა გაარემონტოს თუ სარწყავი სისტემა მოაწესრიგოს“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული რეფორმა, თვითმმართველობას მეტ მოქნილობასა და ეფექტიანობას უზრუნველყოფს.

„რას მოგვცემს სახელმწიფო რწმუნებულის (გუბერნატორის) ინსტიტუტის გაუქმება! პარტია “ხალხის ძალის” თავმჯდომარე გამოვიდა ინიციატივით, რომელიც სახელმწიფო აპარატის რეფორმას გულისხმობს. ჩვენი მიზანია, რეგიონული პოლიტიკა მოქნილი და ეფექტური იყოს, სადაც ნაკლები ბიუროკრატია და ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვა იქნება. რატომ უნდა გაუქმდეს?

1. ფუნქციური დუბლირება და ბიუროკრატიული „ლაბირინთი“: დღეს რეგიონული განვითარების სამინისტრო სრულად ფარავს იმ ფუნქციებს, რასაც სახელმწიფო რწმუნებულის (გუბერნატორის) აპარატი ახორციელებს. ორი ერთმანეთის გამომრიცხავი ან მადუბლირებელი რგოლის არსებობა მხოლოდ აფერხებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს. სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ე.წ. „შუამავალ რგოლად“ რჩება, რომელიც მხოლოდ ბიუროკრტიულ, ნომინალურ ფუნქციას შეასრულებს; • ინფრასტრუქტურულ პროექტებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო მართავს. * რეგიონული პოლიტიკა რეგიონული განვითარების სამინისტროს პრეროგატივაა. • ადგილობრივ პრობლემებს მუნიციპალიტეტი (მერია) აგვარებს. კითხვა: რაში სჭირდება ხალხს ზედმეტი რგოლი, რომელიც მხოლოდ ინფორმაციის გამტარია და გადაწყვეტილების მიღების ჯაჭვს აჭიანურებს?

2. ბიუჯეტის დაზოგვა და ოპტიმიზაცია: სახელმწიფო რწმუნებულების (გუბერნატორების) ადმინისტრაციები ბიუჯეტს წელიწადში 13 მილიონამდე ლარი უჯდება. • ჩვენი შეთავაზება: ეს თანხა სრულად უნდა გადამისამართდეს რეგიონულ ფონდებში, სადაც ხალხი თავად გადაწყვეტს — გზა დააგოს, სკოლა გაარემონტოს თუ სარწყავი სისტემა მოაწესრიგოს. ბიუჯეტი დუბლირებულ სამსახურებს კი არა, სოფლებსა და ქალაქებს უნდა მოხმარდეს!

3. თვითმმართველობის გაძლიერება: სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი არის ცენტრალური ხელისუფლების „ზედამხედველი“ რეგიონში, რაც ზღუდავს ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობას. მართვის ვერტიკალი უნდა იყოს პირდაპირი: ცენტრალური ხელისუფლება – მუნიციპალიტეტი. შუამავალი რგოლების მოშორება გაზრდის ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობასა და მოქნილობას; • ჩვენ გვინდა მერი, რომელიც ანგარიშვალდებულია მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის და არა „დანიშნული რწმუნებულის“ წინაშე“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.