პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: კოლექტიური ნაცების მიერ კოლექტიური ფონ დერ ლაიენისათვის მიწერილი წერილი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის შეწყვეტას ითხოვენ, მხოლოდ მათ პოლიტიკურ იმპოტენციაზე როდი მიუთითებს – ეს არის მორიგი მცდელობა, შური იძიონ ქართველ ხალხზე

კოლექტიური ნაცების მიერ კოლექტიური ფონ დერ ლაიენისათვის მიწერილი წერილი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის შეწყვეტას ითხოვენ, მხოლოდ მათ პოლიტიკურ იმპოტენციასა და რენეგატობაზე როდი მიუთითებს, – წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, X-ზე.

მისი განცხადებით, ეს არის კოლექტიური “ნაცმოძრაობის” მცდელობა, შური იძიონ ქართველ ხალხზე, თუმცა, ისინი ამ რაუნდშიც დამარცხდებიან.

“ყველაფერთან ერთად, ეს არის კოლექტიური ნაცების მორიგი მცდელობა, შური იძიონ ქართველ ხალხზე იმის გამო, რომ მან სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენებს ზედიზედ 9 არჩევნებში უთხრა მტკიცე უარი ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. ქართველ ხალხზე დაბოღმილი და მასზე შურისძიებით ანთებული (მარიზისებურად თუ ვიტყვით – ანთილი) ნაცოპოზიცია ამ რაუნდშიც ისევე დამარცხდება, როგორც – ყოველ წინა ჯერზე. ვერც ბრიტანული სანქციები, ვერც ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი და ვერც სხვა ლიბერფაშისტური ვერაგობანი ვერ აიძულებს ქართველ ხალხს, ქვეყანა კვლავ მისცეს საჯიჯგნად სააკაშვილის სისხლიან ბანდასა და მასთან გათანაბრებულ ლომჯარია-გიგაურებს.” – წერს ჯაბა ხუბუა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.