პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ბრიუსელის პოლიტიკურ ჯოჯოხეთში ,,იმედი” დატოვეს გარეთ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კოლექტიურ იუკნევიჩიენეთა ბოლშევიკურ მისწრაფებას – ალიგიერის და გოეთეს ევროპისგან დღეს ფონ დერ ლაიენისა და კალასის ევროპაღა დარჩა

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ტელეკომპანია “იმედისთვის” ევროპარლამენტის შენობაში მუშაობის აკრძალვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ ბრიუსელის “პოლიტიკურ ჯოჯოხეთში” “იმედის” გარეთ დატოვება, კიდევ ერთხელ ადასტურებს კოლექტიურ იუკნევიჩიენეთა ბოლშევიკურ მისწრაფებებს.

მისი განცხადებით, ევრობიუროკრატებს სურთ, ჩაახშონ ყველანაირი განსხვავებული აზრი და სიტყვა, რაც მათ ნარატივს ეწინააღმდეგება.

“ევრობიუროკრატების ავტორიტარულ გადაწყვეტილებას – ტელეკომპანია ,,იმედს” ევროპარლამენტის შენობაში მუშაობა აუკრძალონ, ასოციაციურად მივყავართ დანტე ალიგიერის ,,ღვთაებრივ კომედიასთან”, რომლის მიხედვითაც, ჯოჯოხეთის შესასვლელში წერია, რომ ყველა იქ შემსვლელმა იმედი გარეთ უნდა დატოვოს. ჰოდა, ბრიუსელის პოლიტიკურ ჯოჯოხეთში ,,იმედი” დატოვეს გარეთ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კოლექტიურ იუკნევიჩიენეთა ბოლშევიკურ მისწრაფებას, ჩაახშონ ყველანაირი განსხვავებული აზრი და სიტყვა, რომელიც მათ ნარატივს ეწინააღმდეგება. მთელ ამ ამბავში ყველაზე სავალალო კი ის არის, რომ ალიგიერის და გოეთეს ევროპისგან დღეს ფონ დერ ლაიენისა და კალასის ევროპაღა დარჩა,” – წერს ჯაბა ხუბუა X-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ!

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.