პოლიტიკა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მაშველებმა დიდ ლიახვში ჩავარდნილი რუსეთის მოქალაქის, ანა ტიცის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მაშველებმა მდინარე დიდ ლიახვში ჩავარდნილი რუსეთის მოქალაქის, ანა ტიცის ცხედარი იპოვეს, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად ეძებდნენ.

დე-ფაქტო საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილი ქალი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 35 კილომეტრის მოშორებით, მდინარის ქვემო დინებაში აღმოაჩინეს.

შემთხვევა 21 მაისს, ჯავის რაიონის სოფელ ზღუბირში მოხდა. 52 წლის ქალი თანამშრომელთან ერთად დაკიდებული ხიდიდან მდინარეში გადავარდა. მამაკაცის გადარჩენა დაუყოვნებლივ მოხერხდა, თუმცა ქალი ადიდებულმა და სწრაფმა დინებამ გაიტაცა.

ანა ტიცი ოკუპირებულ ცხინვალში რუსული გადამღები ჯგუფის შემადგენლობაში იმყოფებოდა. ჯგუფი რეგიონში ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ (უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის) მონაწილე ოსი მებრძოლების შესახებ დოკუმენტური ფილმის წარსადგენად ჩავიდა, რომლის რეჟისორიც ოლგა კაშინაა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა