პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: კიდევ ერთხელ გავიაზროთ, ვის ხელში იყო ქვეყანა და რას გადავრჩით – მიშას ბევრი მომხრე ვიცი, რომლებიც ახლა სათოფეზე არ ეკარებიან და სრულად მეთანხმებიან, უბრალოდ, “უტყდებათ” რომ ხმამაღლა თქვან, რაც იყო რეალობა

ხუმრობა იქეთ იყოს, კიდევ ერთხელ გავიაზროთ, ვის ხელში იყო ქვეყანა და საერთოდ რას გადავრჩით, – წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სააკაშვილის გუნდის არაერთი წევრი, ახლა მას “სათოფეზე არ ეკარება”, თუმცა, მაინც თავს იკავებენ იმის თქმისგან, თუ რა იყო რეალობა “ნაცმოძრაობის” დროს.

“მიშას ბევრი მომხრე ვიცი, მომხრე რა, გუნდის წევრები, რომლებიც ახლა სათოფეზე არ ეკარებიან და მეგობრობენ ჩემთან, რომლებიც სრულად მეთანხმებიან და უბრალოდ, უტყდებათ რომ ხმამაღლა თქვან რაც იყო რეალობა. ცნობილი გამოთქმა რომ არის, არ შეიძლება მაიმუნს ხელში ხელყუმბარა მისცეო, აი ეგრეა ეგ ამბავი. კარგად უსმინეთ ხოლმე ამ გიჟს და უფრო მეტად მიხვდებით, რას და რეებს გადავურჩით,” – წერს გამსახურდია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა