პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: ხვალ გადაწყდება დაუჭერს თუ არა AfD-ს კანცლერის კანდიდატურას BSW ფრაქცია მხარს – AfD გადავა სახელისუფლებო პარტიის სტატუსში, რაც ძირეულად შეცვლის გერმანიის პოლიტიკურ ლანდშაფტს. მშვიდობიან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ეს გვასწავლა 2012 წელმა საქართველოში და ამჯერად გერმანიის მაგალითმა

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” პოლიტიკური მდივანი, ბიძინა გიორგობიანი, გერმანიაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას აფასებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ ხვალ გერმანიისთვის გადამწყვეტი დღეა, ვინაიდან, გაირკვევა, უჭერს თუ არა “ალტერნატივა გერმანიისთვის” (AfD) მიერ წარდგენილ კანცლერის კანდიდატურას მხარს სარა ვაგენკნეხტის ალიანსი (BSW).

როგორც ის აღნიშნავს, მხარდაჭერის შემთხვევაში, AfD სახელისუფლებო პარტიის სტატუსში გადავა და მარგინალურ ძალად აღარ ჩაითვლება.

“ხვალ გადამწყვეტი დღეა გერმანიისათვის. ხვალ გადაწყდება დაუჭერს თუ არა AfD—ს კანცლერის კანდიდატურას BSW ფრაქცია მხარს. წინასწარი მოლაპარაკება შედგა, ეს ნაბიჯი იქნება შემდგარი ფაქტი, რომ AfD მიმართ სხვა პარტიების ბოიკოტი (ე.წ. “ცეცხლოვანი ხაზი” ) მოშლილია და AfD მარგინალური ძალიდან გადავა სახელისუფლებო პარტიის სტატუსში, რაც ძირეულად შეცვლის გერმანიის პოლიტიკურ ლანდშაფტს. მშვიდობიან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ეს გვასწავლა 2012 წელმა საქართველოში და ამჯერად გერმანიის მაგალითმა,” – წერს გიორგობიანი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნაცმოძრაობის აქტივისტი მამუკაშვილი: ჩვენ რა ტერორი გამოვიარეთ 4 ოქტომბრის შემდგომ და 1 წლის მერე “სასახლესთან ჩავიდეთ” იდეის ავტორი რომ გამოდის და ბრალს აღიარებს, რანაირად არ უნდა გაგიჩნდეს კითხვები? ანუ ტიპი აღიარებს, რომ სასახლეში შეჭრა უნდოდა, მამაკაცურ ძალას მაგიტომ მოუხმო? თუ რა ჯანდაბას აღიარებს, რა უნდა?!

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.