პოლიტიკა

გია აბაშიძე: თუ ტრამპს აქვს უფლება თქვას – „უცხოურ ჩარევას არ ვენდობით“, საქართველოსაც უნდა ჰქონდეს უფლება, იგივე თქვას ევროკრატიული, გაუმჭვირვალე „ნაცენჯეოების“ ანტისახელმწიფოებრივ აქტივობაზე – არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში

ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე ეუთო/ოდირის უცხოელი დამკვირვებლები აღარ მიიწვია. მიზეზად უცხოური ჩარევისა და გარე გავლენის საფრთხე სახელდება – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილების მიზეზად უცხოური ჩარევისა და გარე გავლენის საფრთხე დაასახელა.

მისივე შეფასებით, თუ ტრამპს აქვს უფლება თქვას – „უცხოურ ჩარევას არ ვენდობით“, საქართველოსაც უნდა ჰქონდეს უფლება, იგივე თქვას ევროკრატიული, გაუმჭვირვალე „ნაცენჯეოების“ ანტისახელმწიფოებრივ აქტივობაზე – არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში.

„ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე ეუთო/ოდირის უცხოელი დამკვირვებლები აღარ მიიწვია. მიზეზად უცხოური ჩარევისა და გარე გავლენის საფრთხე სახელდება.
ლოგიკა მარტივია: თუ უცხოური ჩარევა ამერიკის არჩევნებისთვის საფრთხეა, მაშინ რატომ არ შეიძლება იგივე საფრთხე არსებობდეს საქართველოშიც?
თუ ვაშინგტონს შეუძლია თქვას, რომ უცხოურ დაფინანსებას, პოლიტიკურ გავლენასა და გარე ჩარევას საკუთარ საარჩევნო პროცესში არ ენდობა, რატომ არ აქვს იგივე უფლება საქართველოს?
რატომ არის ამერიკის შემთხვევაში ეს „ეროვნული უსაფრთხოება“, ხოლო საქართველოს შემთხვევაში — „დემოკრატიის შეზღუდვა“?
მით უმეტეს, საქართველოში წლებია გვესმის საუბარი უცხოურ მავნე გავლენაზე, შავბნელ გრანტებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და გარე პოლიტიკურ ქსელებზე. თუ უცხოური გავლენა პრობლემაა, ის მხოლოდ ამერიკაში ხომ არაა პრობლემური?
თუ ტრამპს აქვს უფლება თქვას – „უცხოურ ჩარევას არ ვენდობით“, საქართველოსაც უნდა ჰქონდეს უფლება, იგივე თქვას ევროკრატიული, გაუმჭვირვალე „ნაცენჯეოების“ ანტისახელმწიფოებრივ აქტივობაზე – არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში.“ – წერს აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე: პროვოკატორ დავითაძეს, რომელმაც მოიგონა თითით გაუპატიურების ამბავი, იცავს ადეიშვილის პროკურატურის ერთ – ერთი სისხლიანი ჯალათი, ამჟამად ადვოკატობას ამოფარებული სალომე ჯანუაშვილი

პოლიტიკა

გია აბაშიძე: თუ ტრამპს აქვს უფლება თქვას – „უცხოურ ჩარევას არ ვენდობით“, საქართველოსაც უნდა ჰქონდეს უფლება, იგივე თქვას ევროკრატიული, გაუმჭვირვალე „ნაცენჯეოების“ ანტისახელმწიფოებრივ აქტივობაზე – არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.